დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 31, 2013

„ფორდი“ ჰიბრიდულ სეგმენტს უტევს


Ford Achieves Record Hybrid Sales Due to Fusion and C-MAX Models
30 იანვარი
შარშან ამერიკულმა კომპანიამ ბაზარზე ხუთი ახალი ჰიბრიდული ავტომობილი გამოიტანა, რამაც ამ სეგმენტში მისი გაყიდვები გაზარდა. თუმცა, ცისფერი ოვალი კონკრეტულ შედეგებს წელს ელის და ვარაუდობს, რომ მისი ჰიბრიდების გაყიდვები ხუთჯერ გაიზრდება. ასეთი ვარაუდის საფუძველს კი იანვრის შედგები იძლევა - ამ თვეში ამერიკულ კომპანიას უკვე 6000-ზე მეტი ჰიბრიდული ავტომობილი აქვს გაყიდული, შარშან იმავე პერიოდში კი მხოლოდ 1209-ს გაყიდვა მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ შარშან გაყიდული ჰიბრიდული ავტომობილების საერთო რაოდენობიდან, 55 პროცენტი ბოლო მეოთხედზე მოდის. ანუ, იმ პერიოდზე, როდესაც ბაზარზე ჰიბრიდული „ფიუჟნი“ (ფოტოზე) და „C-მაქსი“ გამოვიდა. აშშ-ის ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე, „ფორდის“ წილი 7-დან 16 პროცენტამდე გაიზარდა. ეს იმ დროს, როდესაც გამოკვეთილ ლიდერ „ტოიოტას“ წილი 68-დან 60 პროცენტამდე შემცირდა.
ამ რიცხვებიდან ჩანს, რომ ცისფერი ოვალი იაპონურ კომპანიას ბევრით ჩამორჩება, თუმცა აღებული ტემპი ბევრის მთქმელია. მითუმეტეს, ამერიკული კომპანია მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მიღწევა კი ისაა, რომ შარშან ჰიბრიდების სეგმენტში რეკორდული გაყიდვები (35 034) ჰქონდა. ყველაზე მეტი, 19 554 ჰიბრიდული ავტომობილი კი სექტემბრიდან წლის ბოლომდე გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 193 პროცენტით მეტია.
„ჰიბრიდების ბაზარზე ჩვენ ისეთი მყიდველი მოგვყავს, რომელთა უმეტესობაც, ადრე ამ ტიპის ავტომობილის შეძენაზე არც ფიქრობდნენ. არჩევანის გაკეთებისას, მათ პრაგმატული, ან ეკოლოგიური მოტივაცია ამოძრავებს. მათ განსაკუთრებით „ფიუჟნ ჰაიბრიდი“ იზიდავს, რომელიც კარგი მახასიათებლებითაც გამოირჩევა და გარეგნულადაც მიმზიდველია. ეს ავტომობილი მაგალითია იმისა, რომ ჰიბრიდებს შორისაც შეიძლება ნახოთ ლამაზი ეგზემპლარები. და სწორედ ამ ფაქტორს მოჰყავს სეგმენტში ახალი მყიდველი“, - ამბობს „ფორდის“ პატარა და საშუალო ზომის ავტომობილების მარკეტინგის გლობალური მენეჯერი ემი მარენტიჩი.

No comments:

Post a Comment