8 იანვარი
რამდენიმე დღის წინ, ეს ინფორმაცია მხოლოდ
არაოფიციალური იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციის გაჟონვა „პეჟომ“
უზრუნველყო. ახლა კი, სუბკომპაქტური ქროსოვერი 2008 თავად გაგვაცნო. და ისიც
გვაუწყა, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.
ფრანგული კომპანია თავის ახალ ავტომობილ საქალაქო
ქროსოვერად მოიხსენიებს. 2008-ს სუბკომპაქტური ქროსოვერების სეგმენტში ისეთი ძიერი
კონკურენტები დახვდება, როგორებიცაა „ნისან ჯუკი“ (რომლის ანალოგსაც მალე „რენოც“
გამოუშვებს), „ოპელ მოკა“, „მინი ქანთრიმენი“ და „შევროლე ტრექსი“. როგორც „პეჟოს“
გენერალური დირექტორი მაზიმე პიკა ამბობს, ამ ავტომობილით, მისი კომპანია აზიასა
და ლათინურ ამერიკაში პოზიციებს განიმტკიცებს.
„პეჟო 2008-ს“ სიგრძე 4160 მილიმეტრია, ანუ 200
მილიმეტრით გრძელია სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 208-ზე, რომლის მოდიფიცირებულ
პლატფორმაზეცაა დაფუძნებული. გარეგნულად, ის ფრანგული კომპანიის ახალ სტილშია (როგორც
უწოდებენ - რადიატორის მცურავი ბადე) შესრულებული. ქროსოვერი 17-დუიმიან ბორბლებზე
დგას.
„პეჟო“ ჯერჯერობით არაფერს ამბობს ახალი
ავტომობილის ძრავების გამაზე. ამ ინფორმაციას ჟენევისთვის ინახავს. ამ მხრივ,
ერთადერთი ინფორმაცია ისაა, რომ გამაში შევა უახლესი, ბენზინის და დიზელის სამცილინდრიანი
ძრავები, რომელთა გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაც 100 გრამის ფარგლებში
იქნება.
დაბოლოს,
2008 არის „პეჟოს“ პირველი პროდუქტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მსხვილი ბაზრის
თავისებურებათა გათვალისწინებითაა შექმნილი და რომელსაც თავისი გასაღების ბაზრების
სიახლოვეს - მულჰაუსში (საფრანგეთი), ვუჰანში (ჩინეთი) და პორტუ რეალში (ბრაზილია)
გამოუშვებენ.
No comments:
Post a Comment