12 იანვარი
ახლახანს, ოსტინის (შტატი ტექსასი) უახლესმა
ავტოდრომმა „ცირკვიტ ოფ დი ამერიკას“, ფორმულა ერთის რბოლას პირველად უმასპინძლა.
ამგვარად, ოსტინის ტრასა გახდა მეათე ამერიკული ავტოდრომი, რომელზეც აშშ-ის დიდი
პრიზი ჩატარდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკაში ფ1-ის ბოლიდები ისევ აღრიალდნენ.
რბოლა წარმატებული გამოდგა. სამივე დღეს მას 250 000-ზე
მეტი მაყურებელი დაესწრო. თანაც, ტექსასელებს სანახაობა ძალიან მოეწონათ. და
როგორც ირკვევა, მათ დიდი რაოდენობით ალკოჰოლიც - ლუდი, ღვინო და მაგარი სასმელები
მიურთმევიათ. საერთო ჯამში, რბოლის დღეებში დალეული ალკოჰოლიანი სასმელების საერთო
ღირებულებამ 2.8 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ კი, ნოემბერში ქალაქში 48.4 მილიონი
დოლარის ალკოჰოლური სასმელები გაყიდულა, რაც 23 პროცენტით მეტია წინა წლის ნოემბრის
გაყიდვებზე.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ტექსასში, სპორტული
ღონისძიების დროს გაყიდული ალკოჰოლური სასმელების ფულადი მოცულობის მხრივ, მეორე ადგილზე
ქალაქ არლინგტონში მდებარე „დალას ქოვბოიზ სტედიუმია“, რომელზეც 2.3 მილიონი დოლარის
სასმელები გაყიდულა.
სულ კი ნოემბერში ტექსასში 449.1 მილიონი დოლარის ალკოჰოლური
სასმელები დაილია, რამაც შტატის ბიუჯეტს გადასახადების სახით, 62.9 მილიონი დოლარი
შესძინა.
No comments:
Post a Comment