Jean Alesi Ends Motorsport Career
19 დეკემბერი
ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა, ფრანგმა ჟან ალეზიმ
თავისი მრბოლის კარიერის დასრულება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ალეზის თავის
კარიერაში, ფ1-ში მხოლოდ ერთი რბოლა აქვს მოგებული (კანადა, 1995 წელი), თუმცა
პოპულარობით ჩემპიონებსაც კი ედრებოდა.
ფ1-ში ალეზის დებიუტი 1989 წელს შედგა „ტირელ-ფორდის“
ავტომობილით და მან მაშინვე მიიქცია სპეციალისტების ყურადღება. შემდეგ მან
„ბენეტონში“, „ზაუბერში“, „ფერარიში“, „პროსტში“ და „ჯორდანში“ იასპარეზა. სულ 1989-2001
წლებში, ალეზიმ 201 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ სტარტი პოულიდან აიღო, 32 რბოლა
დაასრულა კვარცხლბეკზე, ოთხ რბოლაში კი უსწრაფესი წრე ჰქონდა.
ფ1-ში მან ბოლოს იაპონიის დიდ პრიზზე (ჯორდანით) იასპარეზა
და მისი დასრულება ვერ შეძლო. ფ1-დან ალეზიმ DTM-ში
(ტურიზმის კლასში გერმანიის ჩემპიონატი) გადაინაცვლა, სადაც 2002-2006 წლებში იასპარეზა.
DTM-ში
ფრანგი „მერსედესის“ გუნდში იყო და მხოლოდ ოთხი რბოლის მოგება შეძლო. შემდეგ იყო სერია
სპიდქარ, ლე მანის 24-საათიანი რბოლა და ბოლოს (გასულ სეზონში) ინდი 500. ამ
უკანასკნელზე „ლოტუსის“ ძრავით იასპარეზა, მაგრამ სიმძლავრის ნაკლებობის გამო,
თავი ვერაფრით გამოიჩინა.
პირველი
წარუმატებლობის შემდეგ, 48 წლის ალეზიმ განაცხადა, რომ ინდი 500-ზე კიდევ ერთხელ
ცდიდა ძალებს, თუმცა სპონსორი ვერ მოიზიდა და ამის გამო, რბოლების მიტოვება
გადაწყვიტა.
No comments:
Post a Comment