დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 25, 2012

„ლამბორგინის“ ტრაქტორი ჯეი ლენოს ფარეხში (ვიდეო)

Jay Leno's Garage gets agrarian with Lamborghini tractor
25 დეკემბერი
ამერიკელი ტელევარსკვლავი ჯეი ლენო ავტომობილებისადმი თავისი ტრფიალითაცაა გამორჩეული. მას მთელს მსოფლიოში, ანტიკვარული და იშვიათი ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია აქვს და თავის ავტომობილებს, როგორც ჩვილ ბავშვებს, ისე უვლის. ზოგიერთი, ძალიანი იშვიათი ავტომობილის ასლებიც კი აქვს დამზადებული და მათზე ნავარდობს ხოლმე, ორიგინალი კი მხოლოდ ფარეხს ამშვენებს და მას საპატიო სტუმრეტს უჩვენებს.
მისი ფარეხის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი კი... ტრაქტორია. თუმცა, ტრაქტორსაც გააჩნია. როდესაც მას ამშვენებს წარწერა ლამბორგინი, უკვე საინტერესოა. რა თქმა უნდა, ლენოსთვისაც საინტერესოა. და სწორედ ამიტომ ამშვენებს მის კოლექციას ეს გამორჩეული ექსპონატი.

ჰო, ცნობისათვის, ფერუჩო ლამბორგინიმ თავისი საქმიანობა სწორედ ტრაქტორების წარმოებით დაიწყო და მაშინ ის ენცო ფერარის და მის კვიცებს ეთაყვანებოდა. მაგრამ მერე კომენდატორემ აწყენინა და გაბრაზებულმა, მისი ჯობნა გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ დაიწყო სპორტული ავტომობილების წარმოება და დღეს „ლამბორგინი“ სწორედ ის კომპანიაა, როგორიც ფერუჩოს სურდა - „ფერარის“ ღირსეული კონკურენტი.
ტრაქტორი, სახელად „ლამბორგინი R485“, 5.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სულ რაღაც, 85 ცხენის ძალას და 475 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან 12-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. დაკიდევ, ამ ძრავის კომპლექტაციაში შედის სტარტერი, რომლითაც „ლამბორგინი კოუნტაჩიც“ იყო აღჭურვილი.

ვიდეო

No comments:

Post a Comment