დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 15, 2012

მომავალი სეზონის კალენდარში შეიძლება 19 რბოლა დარჩეს


Bernie Ecclestone says F1 likely to have 19 grands prix in 2013
15 დეკემბერი
ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მომავალი სეზონის კალენდარში მხოლოდ 19 რბოლა შევა. თუმცა, ისიც აღიარა, რომ კალენდარში თურქული ეტაპის დაბრუნების მოლოდინშია. კალენდარში ეტაპების რიცხვი 19-მდე მას შემდეგ შემცირდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიუ ჯერსის რბოლის ჩატარება ვერ ხერხდება.

ბერნი მოლაპარაკებას აწარმოებს თურქებთან და თითქოს, შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ახლა ჯერი მთავრობაზეა, რომელმაც გარკვეული ფინანსური გარანტიები უნდა გასცეს. ამის გარეშე, ისტანბულ პარკის ეტაპი კალენდარში ვერ დაბრუნდება. პარალელურად, რბოლის ჩატარების სურვილი „რედ ბულმაც“ გამოთქვა, რომელსაც შპილბერგის ავტოდრომი ეკუთვნის. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ საკითხზე პირადად ბერნის არავინ დალაპარაკებია.
„ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ კალენდარში მხოლოდ 19 რბოლა გვექნება. რა თქმა უნდა, ეს პრობლემებს არ შეგვიქმნის. თუმცა ვცდილობ, რომ კალენდარში თურქული ეტაპი დავაბრუნო“, - ავსტრიულ გამოცემა „კლაინე ცაიტუნგთან“ საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა.
შეგახსენებთ, რომ FIA-მ გერმანული ეტაპი ერთი კვირით წინ წასწია, რითაც მის შემდგ ერთი ევროპული ეტაპის ჩასატარებლად ადგილი გამოთავისუფლებულიყო. სწორედ ამ ადგილზეა მოსალოდნელი თურქული ეტაპის ჩასმა.

No comments:

Post a Comment