დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 21, 2015

პირველ მოსახვევში მოგებული რბოლა

Motor racing-Rosberg gets the jump on Hamilton in Austria
21 ივნისი
ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა და ამისათვის საკმარისი, ბრწყინვალე სტარტის აღება გამოდგა. რა თქმა უნდა, ლუის ჰამილტონის წინ არ გაშვებასაც გერმანელისგან ბევრი გარჯა დასჭირდა, თუმცა ეს მას კარგად ეხერხება და არც ამჯერად გაუშვა ხელიდან ის შანსი, რომელიც სტარტზე ჩემპიონის მყისიერმა შეყოვნებამ მისცა. ამგვარად, ჰამილტონთან ჩამორჩენა კვლავ 10 ქულამდე შეამცირა.

Saturday, June 20, 2015

„ბეემვეს“ უახლესი ფლაგმანი

The All-New 2016 BMW 7-Series
20 ივნისი
ეს ავტომობილი „ბეემვეს“ სახეა და ბუნებრივია, გერმანული კომპანია მას წარმოებისთვის დიდი მონდემებით ამზადებდა. გაბარიტებით და სტილით, ის შესაძლოა წინამორბედს (F01) ჰგავს, მაგრამ რეალურად, სრულიად ახალი ავტომობილია. ბავარიელებმა თავიანთი ახალი ფლაგმანის შესაქმნელად, მთელი საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალი ჩართეს.

„ფორდი“ ელექტრომობილების ტექნოლოგიებს კონკურენტებსაც უზიარებს

Ford to make EV technology patents available to rivals
20 ივნისი
„ფორდ მოტორმა“ თავისი ის პატენტები, რომლებიც ელექტრომობილებს უკავშირდება, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. ასეთი, ერთი შეხედვით უცნაური ნაბიჯის საბაბი ისაა, რომ ამერიკულ კომპანიას, ელექტრული ავტომობილების განვითარების და ბაზარზე დამკვიდრების დაჩქარება სურს. ცისფერ ოვალამდე ეს „ტესლა მოტორზმა“ გააკეთა, თუმცა მისგან განსხვავებით, „ფორდის“ ლიცენზიის მოსაპოვებლად, მსურველ კომპანიებს თანხა ექნებათ გადასახდელი.

„მერსედესის“ პოულების ერთი წელი

Motor racing-Hamilton makes it a year of Mercedes poles
20 ივნისი
სწორედ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მერსედესს“ კვალიფიკაცია მოუგეს. ეს შარშან, ავსტრიის დიდ პრიზზე, ფელიპე მასამ შეძლო. საუკეთესო დრო ისევ ლუის ჰამილტონს ჰქონდა, ვისთვისაც ეს ბოლო რვა რბოლაში მეშვიდე პოულია. ამგვარად, მოქმედ ჩემპიონს კარიერაში უკვე 45 პოული დაუგროვდა, ზუსტად იმდენი, რამდენიც სებასტიან ფეტელის ანგარიშზეა. მათზე მეტი მხოლოდ ორ ლეგენდარულ პილოტს - მიხაელ შუმახერს და აირტონ სენას აქვთ.

Friday, June 19, 2015

ფეტელის სიურპრიზი

Motor racing-Vettel quickest in Austrian GP practice
19 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე სულ რამდენიმე წრის გავლა შეძლო და ბოლო დრო აჩვენა, მეორეზე კი ტრანსმისია დაუზიანდა, სებასტიან ფეტელმა მაინც შეძლო ორივე სესიის ჯამში საუკეთესო დროის დაფიქსირება. ორი სესიაზე ბოლო და პირველი ადგილები მართლაც საოცარი კონტრასტია, თუმცა ასეთია ფ1 სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია.

„აუდი“ მინივენებზე უარს ამბობს

Audi CEO Says No to Minivans, Hints TTQ Arriving after 2020
19 ივნისი
„აუდის“ საინვესტიციო გეგმა, რომლის ფინანსური მოცულობაც 24 მილიარდ ევროს შეადგენს, 2020 წლისთვის, გერმანული კომპანიის პრემიუმ სეგმენტის ლიდერად გარდაქმნას ითვალისწინებს. ამისათვის, ოთხი რგოლი ინტენსიურად მუშაობს მისთვის სრულიად ახალ სეგმენტებში შეღწევაზე, უახლესი, ეკოლოგიური ტექნოლოგიების ათვისებასა მწვანე ავტომობილების წარმოების ფართოდ გაშლაზე.

„მიშლენი“ - პილოტებს მაქსიმალურად დახარჯვის საშუალებას მივცემთ

Michelin: We will get F1 drivers pushing to the max again
18 ივნისი
„მიშლენი“ ირწმუნება, რომ თუ ფორმულა 1-ში დაბრუნებას შეძლებს, როგორც საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი, მაშინ პილოტებს მაქსიმალურად გარჯის საშუალებას მისცემს. საბურავების მწარმოებელმა ფრანგულმა გიგანტმა დაადასტურა, რომ ფ1-ის საბურავების ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა.

„პორშეს“ იდუმალი სუპერ ავტომობილი

Porsche Teases Future Sports Car To Fans - What Is It?
18 ივნისი
როგორც კი ლე მანის რბოლის კვალიფიკაციაზე, პირველი სამი სასტარტო პოზიცია დაისაკუთრა, „პორშემ“ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, სამი ფოტო გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთზე, საბურველში გახვეული ავტომობილია გამოსახული. ამასთან, ფოტოებს აწერია: ისტორია, აწმყო და მომავალი.

Thursday, June 18, 2015

„ფორდი“ და „ლენდ როვერი“ უპილოტო ტექნოლოგიებზე ერთად იმუშავებენ

Ford-Jaguar consortium to test driver-less pods in UK
18 ივნისი
ძველმა ნათესავებმა - „ფორდმა“ და „იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალი ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, რომელშიც მათ პარტნიორობას ბრიტანეთის მთავრობა და კონსორციუმი „ავტოდრაივი“ გაუწევს. მათი მიზანია ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარება და ტესტირება.

„რეინჯ როვერმა“ 45 წლის იუბილე აღნიშნა

Range Rover Generations Meet For The Model's 45th Anniversary
17 ივნისი
45 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ მსოფლიო მედიას პირველი „რეინჯ როვერი“ წარუდგინა, რითაც უგზოობის ლუქს ავტომობილების სეგმენტს დაუდო დასაბამი. ამ დროის განმავლობაში, ბრიტანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის მხოლოდ ოთხი თაობა გამოუშვა, რომელთაგან პირველმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, მომდევნო თაობებმა კი ეს წარმატება განავითარეს.

Wednesday, June 17, 2015

„სუზუკი ჯიმნი სტრიტ“ - ჯარისკაცი ქუჩისთვის

Suzuki Introduces Colorful Jimny Street Limited Edition In Italy
17 ივნისი
17 წელია, ეს პატარა ყველგანმავალი ბაზარზეა. თანამედროვე ავტო ინდუსტრიისთვის ეს რეკორდული დროა, თუმცა მალე (დაახლოებით ორ წელიწადში) ეს ისტორიაც დასრულდება - იაპონური კომპანია მის შემცვლელს უკვე ამზადებს. და სანამ ახლანდელი „ჯიმნის“ წარმოება შეწყდება, მყიდველს მის სპეც ვერსიას - „ჯიმნი სტრიტს“ შესთავაზებენ.

Tuesday, June 16, 2015

„ტორინო დიზაინის“ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი „უაილდტველვ“

Torino Designs Unveils "Wildtwelve" Mid-Engine Hybrid Supercar
16 ივნისი
ტურინის მოტორ შოუზე, სახელად „სალონე ე გრან პრემიო“, რომელიც ღია ცის ქვეშ, „პარკო დელ ვალენტინოს“ მახლობლად გაიმართა, პატარა კომპანია „ტორინო დიზაინმა“ თავისი პირველი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, „ATS უაილდტველვი“ წარადგინა. პარკი, რომლის მახლობლადაც შოუ გაიმართა, „კასტელო დელ ვალენტინოს“ გვერდით მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და იქ ავტო შოუ 1900 წელს გამართულა, 1935-1955 წლებში კი იქ დიდი პრიზის დონის რბოლები იმართებოდა.

Monday, June 15, 2015

„ალპინ სელებრეიშნ“ ლე მანზე

Alpine Celebration Concept Unveiled At Le Mans
15 ივნისი
„რენოს“ მიერ აღდგენილმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა „ალპინმა“, თავისი დაარსებიდან 60 წლის იუბილე, ლე მანის 24-საათიანი რბოლის დღეებში აღნიშნა, სადაც ახალი შოუქარი, სახელად „ალპინ სელებრეიშნ“ წარადგინა. ეს არის წინამორბედი სერიული კომპაქტური სპორტული ავტომობილისა, რომლის წარმოებაც მომავალ წელს დაიწყება.

„ფორს ინდია“ სილვერსტოუნზე განახლებულ ბოლიდს გამოიყვანს

Motor racing-Force India to have revised car for Silverstone
15 ივნისი
„ფორს ინდიას“ ხელმძღვანელის როლის შემსრულებელ ბობ ფერნლის თქმით, მისი გუნდი თავისი სარბოლო ბოლიდის ძირეულად განახლებული ვერსიის ტესტირებას, ავსტრიის დიდი პრიზის პრაქტიკებზე გეგმავს, ავტომობილის სარბოლო დებიუტი კი ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას შედგება, რომელიც ივლისში გაიმართება.

იმოლა იტალიის დიდი პრიზის გადარჩენას ცდილობს

Imola begins talks to save Italian Grand Prix
15 ივნისი
მონცას ტრეკის პრობლემების პარალელურად, იტალიის დიდი პრიზის ჩატარების სურვილი ოფიცალურად გამოთქვა იმოლას ავტოდრომის ხელმძღვანელობამ. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, თუ მონცა ვერ შეძლებს რბოლის ჩატარებას, ამ შემთხვევაში, 2017 წლიდან თავისთან ჩაატარონ იტალიის ეტაპი. ამ საკითხის განსახილველად, ქალაქ იმოლას მერი დანიელე მანკა ბერნი ეკლსტოუნს ლონდონში ეწვია.