8 მაისი
გამოცემა „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას, „იაგუარ
ლენდ როვერის“ ჩრდილოამერიკული შტოს პრეზიდენტმა ჯოი ებერჰარდტმა განაცხადა, რომ
ბრიტანული კომპანიის ფლაგმან ავტომობილად კვლავაც „რეინჯ როვერი“ დარჩება და რომ
„როლს-როისის“ და „ბენტლის“ უგზოობის მოდელების კონკურენტის წარმოება არ იგეგმება.
ებერჰარდტის თქმით, მისი კომპანიის გამაში „რეინჯ
როვერზე“ მაღლა არცერთი სხვა მოდელი არ დადგება. მისი თქმით, კომპანიას არც ის
აშინებს, რომ მალე ბაზარზე სუპერ ლუქს კლასის უგზოობის ავტომობილები გამოვა და
ისინი „რეინჯ როვერის“ კლიენტურის გარკვეულ კონტინგენტს ნიიზიდავენ. ებერჰარდტის
თქმით, ამ სეგმენტში ძირითად ფაქტორად კვლავაც ტრადიციები დარჩება, რაშიც „რეინჯ
როვერს“ დიდხანს არ ეყოლება ბადალი.
ცნობისათვის, „რეინჯ როვერი“ ბაზარზე 1970 წელს
გამოვიდა, როცა „მერსედს-ბენცი“, „აუდი“ და „ბეემვე“ არც კი ფიქრობდნენ უგზოობის
ავტომობილების წარმოებას. და მითუმეტეს, „როლს-როისისა“ და „ბენტლის“ გამაში,
ასეთი ავტომობილები წარმოუდგენლადაც კი ჩანდა. „რეინჯ როვერის“ სახელის მქონე
მეოთხე თაობის ავტომობილის პრემიერა კი პარიზის 2012 წლის მოტორ შოუზე შედგა.
ახალი „რეინჯი“ შთამბეჭდავი გაბარიტებით
გამოირჩევა. მისი სიგრძე 4 999 მილიმეტრია, სიგანე 2 073 მილიმეტრი, სიმაღლე 1 835
მილიმეტრი. მის ბორბლებს შრის ბაზის სიგრძე კი 2 922 მილიმეტრია. ავტომობილის ძრავების
გამაში შედის 3.0-ლიტრიანი V6 დიზელი, 4.4-ლიტრიანი V8 დიზელი და 5.0-ლიტრიანი V8
ბენზინის ძრავი. მათთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია მუშაობს. ამ
ავტომობილის კიდევ უფრო მდიდრულ ვერსიას, სახელით „SVავტობაიოგრაფი“
(ფოტოზე), ბრიტანული კომპანიის დივიზიონი „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზი“ (SVO)
აწარმოებს.
No comments:
Post a Comment