Al-Rajhi mixes it with the big boys
11 იანვარი
საუდის არაბეთის მრბოლი იაზიდ ალ-რაჯი დაკარის
რალი-მარათონზე პირველად ასპარეზობს, მაგრამ პირველივე სპეცმონკვეთიდან მოწინვეთა
შორისაა და მერვეზე პირველ გამარჯვებასაც მიაღწია. მართალია, ის ბევრით (18 წუთზე
მეტით) ჩამორჩება რბოლის ლიდერს ყატარიდან, გამოცდილ ნასერ ალ-ატიას, ვისაც დაკარი
ერთხელ უკვე მოგებული აქვს, თუმცა ის ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს - ეგვიპტის
რალიზე.
ალ-რაჯიმ (ტოიოტა) დაკარის სადებიუტო რბოლის ტოპ
ათეულში დასრულება დაისახა მიზნად, თუმცა ამჟამად მესამეზეა. მერვე, ურთულეს
ეტაპზე გამარჯვების გარდა, მან რამდენიმე ეტაპი მოწინავე სამეულში დაასრულა. ის
ათი წუთით ჩამორჩება მეორეზე მყოფ სამხრეთაფრიკელ გინიელ დე ვილიერსს (ტოიოტა),
თავად კი 36 წუთს უგებს პოლონელ კრჟიშტოფ ჰოლოვჯიჩს (მინი).
სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად, ალ-რაჯი კვლავაც
ინარჩუნებს რბოლის მოგების შანსს. ამ ურთულეს რბოლაში, ეკიპაჟების გარდა, მკაცრ
გამოცდას მანქანებიც აბარებენ. სხვათა შორის, მიმდინარე დაკარზე, საუდელმა მრბოლმა
„ტოიოტას“ პირველი გამარჯვება მოუპოვა. და ეს მაშინ, როცა მის მსგავსად, იაპონური
კომპანიის მანქანით, გაცილებით გამოცდილი დე ვილიერსიც ასპარეზობს. სამხრეთაფრიკელმა
მრბოლმა ბოლო დიუნებზე რამდენიმე წუთი დაკარგა და ალ-ატიასთან ჩამორჩენა გაეზარდა.
მერვე ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა არგენტინელმა
ორლანდო ტერანოვამ, ვინც წინა მრათონული სპეცმონაკვეთი მოიგო, თუმცა
გამარჯვებისთვის ბრძოლას უკვე გამოთიშულია. მესამე ადგილზე კი ჰოლოვჯიჩი გავიდა.
No comments:
Post a Comment