დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 23, 2014

როსბერგმა ჰამილტონს სპას პოული არ დაუთმო

Motor racing-Rosberg beats Hamilton to pole in Belgium
23 აგვისტო
ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის ლიდერმა ნიკო როსბერგმა, ბელგიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია საუკეთესო დროით დაასრულა. მან თითქმის ორი მეათედ წამით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, რომელმაც ნარბოლევს დაიჩივლა, ნაწვიმარზე მესამე სექტორში მუხრუჭები მეტისმეტად გრილდებოდა, რამაც გადამწყვეტ მომენტში შეცდომა დამაშვებინაო.
სტარტზე მეორე რიგში ადგილებს სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო დაიკავებენ. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ვინც სპაზე შარშან გამარჯვება მოიპოვა, როსბერგთან ორ წამზე მეტი წააგო. თავად კი ალონსოს 0.069 წამით აჯობა. „ფერარისა“ და „რედ ბულის“ ორ-ორი პილოტის გარდა, მოწინავე ათეულში ყველა დანარჩენი „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობს. ათეულში დანრჩენი 4 ადგილი „უილიამსის“ და „მაკლარენის“ პილოტებმა შეავსეს.
როსბერგმა ამ სეზონში მეშვიდ პოული მოიპოვა. სულ კი გასული 12 კვალიფიკაციიდან 11 „მერსედესის“ პილოტებმა მოიგეს. როსბერგმა ზედიზედ მეოთხე, კარიერაში კი მე-11 პოული მოიგო. ამასთან, ის სპაზე რბოლას პირველად დაიწყებს მოწინავე პოზიციიდან.
„საოცარია. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრეკია სეზონში და აქ წინ დგომა შესანიშნავია. თანაც, სველ ამინდში ეს ტრასა ყოველთვის უფრო რთულდება ხოლმე. ჩვენ დიდებული მანქანა გვაქვს, რაც დიდ შანსს გვაძლევს რბოლაში“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც კლასიფიკაციაში ჰამილტონს 11 ქულას უგებს.
ჰამილტონს სპაზე რბოლა 2010 წელს აქვს მოგებული. ის კვალიფიკაციის მეორე ფაზაში ყველაზე სწრაფი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში, ბოლო მოსახვევში შეცდა, რამაც ძვირფასი დრო დააკარგვინა. თუმცა, მეორე ადგილიც მისთვის წარუმტებელი კვალიფიკაციების სერიის დასასრულია და ამითაც კმაყოფილი დარჩა.
„მიხარია, რომ ისევ წინა რიგში ვდგები. წინა მარცხენა მუხრუჭი გამიგრილდა, რის გამოც, მოსახვევში შესვლისას მანქანის დამორჩილება მიჭირდა. ამიტომ, მოსახვევიდან გამოსვლაც არ მივარგოდა. ამის გამო, დამუხრუჭების ჩვეულებრივზე ადრე დაწყება მიწევდა, რამაც ბევრი დრო დამაკარგვინა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც უნგრეთის რბოლა ბოლო ადგილიდან, პიტლეინზე დაიწყო და ფინიშის ხაზი მესამემ, პოულის მფლობელ როსბერგზე წინ გადაკვეტა.

ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     2:05.591
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           2:05.819
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              2:07.717
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    2:07.786
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            2:07.911
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     2:08.049
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         2:08.679
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             2:08.780
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         2:09.178
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               2:09.776
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    2:09.377
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            2:09.805
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    2:10.084
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    2:10.238
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  2:11.087
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       2:12.470
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        2:11.261
18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          2:11.267
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     2:12.566
20. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 2:13.414
21. ანდრე ლოტერერი (გერმანია, კატერჰემი)              2:13.469
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                2:14.438

No comments:

Post a Comment