დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 24, 2014

„ფერარი“ კანადაში განახლებული ძრავით იასპარეზებს

Ferrari poised to introduce F1 engine boost at Canadian Grand Prix
24 მაისი
კანადურ დიდ პრიზზე „ფერარი“ ძრავის მოდიფიცირებული ვერსიით იასპარეზებს. იტალიურმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რადგანაც ძრავი საკმაოდ საიმედოა, ახლა უკვე შესაძლებელია მისი პოტენცალის სრულად ათვისება. მართალია, ძრავების გაუმჯობესება, ეგრეთ წოდებული „გაყინვის“ წესის თანახმად, არ შეიძლება, მაგრამ არსებობს იმის საშუალება, რომ ეს სხვა გზით მოხერხდეს და ამის შესახებ, „ფერარის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი გვიამბობს:
„ძრავების რეგლამენტის შესაბამისად, ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ გამძლეობის გასაუმჯობესებლად. ამგვარად, სიმძლავრის პირდაპირ გაზრდა შეუძლებელია. მაგრამ როდესაც ვიცით, რომ ძრავი საიმედოა, მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას შევძლებთ. ჩვენ სტენდზე მუდმივად ვატარებთ ტესტებს და ვაკვირდებით, თუ რის ხარჯზე შეგვიძლია მისი ძალის გაზრდა. ეს პროცესი მუდმივია და კანადაში სწორედ ამ მიმართულებით წავიწევთ წინ“.
ელისონი ასევე ამბობს, რომ შემდეგი რბოლებისთვის, მანქანის სრულყოფის პროცესიც გაგრძელდება: „ჩინეთისთვის რამდენიმე განახლება ჩავატარეთ, რამაც კარგად იმუშავა. ამაში ტრასის მახასიათებლებმაც შეგვიწყო ხელი. ახალი რამეები გვქონდა ესპანეთშიც. მაგრამ ეს ცალკეულ დეტალებს შეეხო და მოკრძალებული შედეგი მოგვცა. ყველა დიდ გუნდს, ჩვენი მსგავსი შესაძლებლობები და საქმისადმი მიდგომა აქვს. ამიტომ, ძალიან ძნელია, მათთან შედარებით შესამჩნევ პროგრესს მიაღწიო. მანქანის სრულყოფაზე ყველა მუშაობს და ერთ ადგილზე არავინ დგას. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგი რბოლებისთვის უფრო მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“.
ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, ელისონი დარწმუნებულია, რომ მკვეთრი პროგრესის მისაღწევად მეტი დროა საჭირო. სხვათა შორის, როცა ის გუნდში მოვიდა, F14 T-ს შემუშავება პრაქტიკულად დასრულებული იყო. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მანქანას სრულყოფის პოტენციალი გააჩნია. მითუმეტეს თვლის, რომ რაც აქამდე მისი გუნდის ინჟინრებმა გააკეთეს, შედარებით შორეულ პერსპექტივაში სასურველ შედეგს მოიტანს.
„ეს ისეთი სპორტია, სადაც საკუთარ ძალას თანდათან ქმნი და ავლენ. მერე მის შენარჩუნებაზე ზრუნავ. ამისათვის საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება. ამჟამად სწორედ ამ გეგმებს მივყვებით“, - დასძენს ელისონი.

No comments:

Post a Comment