Ford Launches “EcoSport Live!” Campaign, Loans
100 SUVs to Bloggers
24 თებერვალი
„ფორდი“ თავისი უახლესი ავტომობილის, უგზოობის სუბკომპაქტური
„ეკოსპორტის“ სარეკლამოდ, გრანდიოზულ სარეკლამო კამპანიას გეგმავს, რომლის
ფარგლებშიც, წამყვან ევროპელ ბლოგერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, 100 ცალ „ეკოსპორტს“
დაურიგებს, რათა მათ ისინი გატესტონ და საკუთარი შთაბეჭდლებები საკუთარ ბლოგებსა
და სოციალურ მედიაში გამოაქვეყნონ.
კამპანია 26 თებერვალს იწყება, რასთან
დაკავშირებითაც, ქალაქ ბარსელონაში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. კონცერტზე 10
წამყვანი შემსრულებელია მიწვეული, შოუს კი, სახელად „ეკოსპორტ ლაივ“, პოპულარული
ბრიტანელი ტელე-რადიო წამყვანი, სარა-ჯეინ კროუფორდი გაუძღვება.
ავტომობილები ავსტრიელ, ბელგიელ, შვეიცარიელ, ფრანგ,
გერმანელ, ირლანდიელ, იტალიელ, ჰოლანდიელ, ესპანელ და ბრიტანელ ბლოგერებს გადაეცემათ.
საკუთრივ ავტომობილის გარდა, მათ ასევე „ფორდის“ უახლეს საკომუნიკაციო და გასართობ
სისტემა SYNC AppLink-ის შეფასებასაც სთხოვენ. საინტერესოა, რომ ბლოგერები არ
არიან მხოლოდ ავტომობილების თემაზე სპეციალიზებულნი და ისინი წერენ მუსიკაზე,
მოდაზე, სპორტსა და საკვებზე. მოკლედ, ცისფერ ოვალს ახალ ავტომობილთან
დაკავშირებით, არაპროფესიონალი ავტომობილისტების, ანუ ჩვეულებრივი მყიდველის აზრი
აინტერესებს თავის უახლეს ავტომობილზე, რომელსაც დიდ გეგმებს უკავშირებს.
„მოუთმენლად
ველით „ეკოსპორტ ლაივის“ დაწყებას, რადგან მის ფარგლებში, ჩვენი უახლესი „ეკოსპორტი“,
ევროპის ყველაზე კრეატიული და სოციალურად ყველაზე მეტი კავშირების მქონე ადამიანების
ხელში გაივლის. ისინი თავის შეხედულებებს უამრავ ადამიანს გაუზიარებენ. კონცერტი
კი, რომელში მონაწილეობისთვისაც ათი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი მივიწვიეთ,
შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ „ეკოსპორტ ლაივი“ ყურადღების მაქსიმალური მიქცევით
დავიწყოთ“, - ამბობს „ფორდ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგის,
გაყიდვების და მომსახურების საქმეს კურირებს.
No comments:
Post a Comment