Hyundai Begins Testing at New Nürburgring
Facility
20 სექტემბერი
„ჰიუნდაიმ“ ნურბურგრინგის ტრეკის ჩრდილოური
მარყუჟის შესასვლელთან, ახალი სატესტო ცენტრი გახსნა, რომლის მშენებლობასა და
მოწყობასაც 6.6 მილიონი ევრო მოახმარა. მართალია, ინვესტიციის მოცულობა
შთამბეჭდავად არ გამოიყურება, მაგრამ ეს ამბავი განსაკუთრებულია კორეული კომპანიისთვის,
რადგან ცენტრი მას ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების სრულყოფაში
დაეხმარება.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია,
რომ ახალი ცენტრის დახმარებით, შესაძლებელი იქნება არამხოლოდ გამძლეობაზე ტესტების
ჩატარება, არამედ ავტომობილების დინამიკური მახასიათებლების სრულყოფაც. ამასთან,
ადგილზევე შესაძლებელი იქნება გარკვეული ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და
მანქანების სერვისი. რაც მთავარია, ტესტები ხშირად და გაცილებით ეფექტურად ჩატარდება.
სატესტო ცენტრის მშენებლობა 15 თვეში დასრულდა და „ჰიუნდაი“
ბევრ სხვა კომპანიას (იაგუარი, ასტონ მარტინი, ბეემვე და AMG)
შეუერთდა, რომლებსაც იმავე ტრეკის სიახლოვეს, მსგავსი ცენტრები უკვე გახსნილი
აქვთ. კორეული კომპანიისთვის გერმანიაში ახალი სატესტო ცენტრის აშენება
შემთხვევითი არაა - მისი კვლევისა და განვითარების ევროპული ცენტრიც გერმანიაში,
ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს და ამიერიდან, ეს ორი დაწესებულება ერთად უფრო
ეფექტურად იმუშავებს. რაც მტავარია, ევროპელ მყიდველთა გონებაში „ჰიუნდაი“ სულ
უფრო მეტად აღიქმება, როგორც ევროპული კომპანია, რაც შესაბამის მოლოდინს ქმნის და
ავტორიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს.
„ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდნტი და
მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ალან რაშფორტი ამბობს, რომ ნურბურგრინგზე ახალი
ცენტრის გახსნა, ევროპაში მისი ბრენდის რეპუტაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ამასთან, იმავე ცენტრით, „ჰიუნდაის“ ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი კორეული კომპანია -
„კიაც“ ისარგებლებს.
როგორც წესი, საავტომობილო კომპანიები ნურბურგრინგის
ეგრეთ წოდბულ ჩრდილოურ მარყუჟს იყენებენ, რომლის სიგრძეც 20.8 კილომეტრია. „ჰიუნდაის“
ყოველი ავტომობილი სატესტო პროგრამას ექვსზექვსი კვირის განმავლობაში გაივლის და
ამ დროში, როგორც მშრალ, ასევე წვიმიან ამინდში, ტრეკზე 480 წრეს შეასრულებს. აღნიშნული
ტესტები 160 000 კილომეტრის გავლის ექვივალენტური იქნება, რაც ინჟინრებს ავტომობილის
სრულყოფილი შეფასების საშუალებას მისცემს.
No comments:
Post a Comment