Fifth F1 engine for 2015 rests on Korean Grand
Prix fate
5 დეკემბერი
დოჰაში გამართული მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს შემდეგ,
კალენდარში 21-ე რბოლის, კერძოდ კი კორეული ეტაპის შეტანას, გუნდების მხრიდან არანაირი
წუწუნი არ მოჰყოლია. არადა, ადრე ისინი თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე სეზონში
რბოლების დამატებას. ჩემპიონატში კორეის დამატებას არც არავინ ელოდა. თუნდაც
იმიტომ, რომ წინასწარ კალენდარში ის არ შეუტანიათ. მოკლედ, ფაქტია, რომ 2015 წლის
სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსიაში კორეაც შევიდა, რამაც თვითონ კორეელებიც
გაოცებული დატოვა. ოღონდ, მის გასწვრივ ცხრილში მითითებულია, რომ ეს რბოლა ჯერაც
არაა საბოლოოდ დადასტურებული.