Tuesday, November 3, 2015

„ბენტლის“ საშობაო საჩუქრების კოლექცია

Bentley Plans Ahead For Holiday Season With Its Christmas Collection
3 ნოემბერი
„ბენტლი“ ძვირფას ავტომობილებს აწარმოებს, როგორებსაც ერთეულები ყიდულობენ. ძვირია და იმიტომ. შესაბამისად, ამ ავტომობილებს საჩუქრად სხვისთვის ვერ იყიდი. მაგრამ ბრიტანულმა კომპანიამ, საშობაოდ თავის თაყვანისმცემლებს საჩუქრების კოლექცია მოუმზადა, რომლებიც გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება და რა თქმა უნდა, სასურველიც.

საჩუქრების კოლექცია, რომელიც „ბენტლიმ“ შეიმუშავა, სამ თემატურ ჯგუფად დაიყო, რომელთაგან ერთს „მდიდრული მოტორინგის ენთუზიასტებისთვის“ ეწოდა, მეორეს „ბრენდის მოყვარულებისთვის“, მესამეს კი - მომხმარებლებისთვის“. საჩუქრების ჩამონათვალი მრავალფეროვანია.
მაგალითად, ბავშვებს ძალიან გაახარებს, თუ „ბენტლი კონტინენტალ GT-ს“ პატარა ვერსიას აჩუქებთ, რომელსაც საჭე და მისაყუდებელი აქვს. ასეთი ავტომობილები ორ ფერად - „სექვინ ბლიუსა“ და „მაჯენტათი“ შეიღებება. უფროს მამაკაცებს მოეწონებათ პერანგის სახელოების შესაკრავები. მეუღლეს შეგიძლიათ აჩუქოთ ხელჩანთა „კონტინენტალი“, რომელიც ორი განსხვავებული ზომისაა.

მიმზიდველად გამოიყურება საფულე და საკრედიტო ბარათების კეისები, კალმები მარკით „ბენტლი ტიბალდი“, შარფი „ბენტლი ბლოვერი“, ასევე „ბენტლის“ საფირმო ჩარჩოს ფოტოებისთვის, რომელიც პორტლენდის ტყავით და ქრომითაა გაფორმებული...

No comments:

Post a Comment