Tuesday, November 3, 2015

„ვოლვოს“ კონცეპტუალური „დროის მანქანა“ ლოს ანჯელესში

Volvo’s New Time Machine Concept To Drive Itself To LA Auto Show
3 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შუზე, „ვოლვო“ ახცალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, სახელად „ტაიმ მეშინ“, ოღონდ ეს ის დროის მანქანა არაა, რომელიც დროში მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. ამ კონცეპტით, შვედური კომპანია თავის მომავალ ტექნოლოგიებს წარმოგვიდგენს, რომელთა დანერგვასაც სერიულ ავტომობილებზე აპირებს.
კონცეპტუალური ავტომობილი იმავე მოდულურ SPA (სქელეიბლ პროდაქტ არქიტექჩა) პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც „ვოლვომ“ XC90 ააგო და მალე მასზევე S90-ს და V90-ს ააგებს. ყველაზე მთავარი კი მომავლის ტექნოლოგებია.
„ამ მანქანთ დროშ მოგზაურობას ვერ შეძლებთ და ვერ შეხვდებით ისტორიულ ლეგენდებსა და თქვენს მომავალ შთამომავლობას. მაგრამ როგორც კი კონცეპტს SPA პლატფორმაზე გადავიტანთ, თქვენ გექნებათ მომავლის ტექნლოგებთან შეხვედრის საშუალება“, - ამბობს „ვოლვოს“ კონცეპტების და მონიტორინგის ცენტრის გენერალური მენეჯერი ანდერს ტილმან-მიკიევიჩი.
ის ფაქტი, რომ ახალ ტექნოლოგიებს შვედური კომპანია თავის უახლეს მოდულურ პლატფორმაზე ნერგავს, იმის მანიშნებელია, რომ მომავალში სერიულ მოდელებზე მათი გამოყენება იგეგმება. ეს ტექნოლოგიები კი ავტომობილის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას იძლევა. ლოს ანჯელესშივე, „ვოლვო“ გამოაქვეყნებს თავის ახალ პროგრამას, რომელიც ავტონომიური ავტომობილების საერთო სარგებლობის გზებზე გამოცდას ითვალისწინებს. ეს პროგრამა საპილოტოა და მასში შესაბამისი სისტემებით აღჭურვილი 100 ცალი XC90 მიიღებს მონაწილეობას. პროგრამა ქალაქ გეტებორგში, 2017 წელს ამოქმედდება.

No comments:

Post a Comment