Tuesday, September 15, 2015

„ზაუბერს“ „ფერარისგან“ უახლესი ძრავის მიღება სურს

Sauber wants upgraded Ferrari engine before end of season
15 სექტემბერი
„ზაუბერი“ მოლაპარაკებას აწარმოებს „ფერარისთან“ და იმედი აქვს, რომ მისგან სეზონის ბოლომდ მიიღებს აგრეგატის იმ ახალ მოდიფიკაციას, რომელიც მარანელოელებმა პირველად მონცაზე გამოიყენეს. იტალიური დიდი პრიზის წინ, „სკუდრიამ“ მის ხელთ არსებული კიდევ სამი ტოკენი (ძრავის მოდიფიცირების პირობითი ერთეული) გამოიყენა. და „ზაუბერს“ სურს, რომ ამ ძრავით სარგებლობის საშუალება მიეცეს.
შვეიცარიულმა საჯინიბომ წინა სპეციფიკაციის აგრეგატი, თავის ბოლიდებზე სპაზე რბოლის წინ დააყენა. ამ აგრეგატს ჯერაც აქვს რესურსი, რომელსაც „ზაუბერი“ უახლოეს რბოლებში გამოიყენებს. ამასთან გუნდს სურს, რომ როცა მისი შეცვლის დრო დადგება, მონცას სპეციფიკაციის აგრეგატი მიიღოს, რაც მისი პილოტების კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.
„ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ „ფერარისთან“. გვინდა, სეზონის ბოლოს ახალი მოდიფიკაციის გამოყენების საშუალება მოგვეცეს. ეს ჩვენ მორიგ წინსვლაში შეგვიწყობს ხელს“, - ამბობს „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი, ვინც დასძენს, რომ პარალელურად, გუნდი ბოლიდის აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესებასაც ცდილობს.
სპას სპეციფიკაციის ძრავის გამოყენება, „ზაუბერის“ კონკურენტუნარიანობას აშკარად დაეტყო. შვეივარიული გუნდი სინგაპურში ახალი აეროდინამიკური პაკეტის გამოყენებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ ეს მის პილოტებს, შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მაგრამ რამდენადაც ჯერჯერობით უცნობია, თუ რით აპირებენ სინგაპურში ჩასვლას კონკურენტები, კალტენბორნი პროგნოზებისგან თავს იკავებს.
„ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ჩვენ ვიცით, რითაც ჩავდივართ იქ, მაგრამ არ ვიცით, სხვებს რა ჩამოაქვთ. ამიტომ წინასწარ ლაპარაკს მოცდა სჯობს. ტრეკზე ყველაფერი გამოჩნდება. იტალიაში ჩვენ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ, რადგან ამაში ხელი ძრავმა შეგვიწყო“, - დასძენს კალტენბორნი.

No comments:

Post a Comment