Saturday, August 1, 2015

„ლოტუსი“ უგზოობის მოდელს 2020 წელს გამოუშვებს

Lotus SUV revealed: Hethel plans lightweight 4x4 for 2020
1 აგვისტო
„ლოტუსის“ შეფმა ჟან-მარკ ჟალემ გამოცემა „ქარ-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანიის პირველი ქროსოვერი, უახლეს სატრეკო როდსტერ „3-ილევენის“ სტილში შესრულდება, რომელიც ბრიტანული კომპანს ისტორიაში, ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული ავტომობილია. უგზბის ავტომობილის წარმოება „ლოტუსმა“ ახლახანს გადაწყვიტა, თუმცა ბაზარზე ის 2020 წელზე ადრე ვერ გამოვა.
ჟელს თქმით, უგზოობის ავტომობილი როდსტერს ყველაზე მეტად, წინა ნაწილით დაემსგავსება. კომპანიის შეფი ამბობს, რომ ახალი ავტომობილი, თავისი სიმსუბუქით და მანვრულობით იქნება გამორჩეული და „თვალისმომჭრელი სილამაზითაც“ მიიზიდავს მყიდველს. ამ ავტომობილით, „ლოტუსი“ კონკურენციას „პორშე მაკანს“ გაუწევს. „ლოტუსის“ ავტომობილი გერმანელ კონკურენტზე განიერი, დაბალი და მსუბუქი (200-300 კილოგრამით) იქნება.
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ რა ძრავები შევა უგზოობის „ლოტუსის“ გამაში. ეს შეიძლება იყოს „ლოტუსის“ ოთხცილინდრიანი 1.8-ლიტრიანი ტურბო, ასევე „ტოიოტას“ წარმოების 3.5-ლიტრიანი V6, რომელსაც მექანიკური კომპრესორი ემსახურება. არაა გამორიცხული, რომ გამაში დიზელის და ჰიბრიდული აგრეგატებიც შევიდეს.
ასევე საინტერესოა, რომ „ლოტუსი“ თავის უგზოობის ავტომობილს ჩინეთში გამოუშვებს. ეს ადგილობრივ კომპანია „გოლდსტარ ჰევი ინდასტრიალისა“ და მალაიზიური „პროტონის“ (რომელსაც ლოტუსი ეკუთვნის) ერთობლივ ქარხანაში მოხდება. ამ ავტომობილის წარმატებულობის შემთხვევაში, „ლოტუსი“ მას ევროპაშიც გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment