Saturday, August 1, 2015

ირლანდიაში პატარა ელექტრომობილს ამზადებენ

Ireland Is Working on a Futuristic Electric Vehicle, Apparently
1 აგვისტო
ირლანდიელი ინჟინერ-გამომგონებელი ტომ ფინეგანი პატარა საქალაქო, ორადგილიან ელექტრომობილზე მუშაობს, რომელსაც „e-როდსტერად“ მოიხსენიებენ. ამ საქმეში, პროექტის ავტორს გვერდში კომპანია „სვიფტ კომპოზიტ პროტოტაიპსი“ უდგას. ახლახანს მათ ერთად გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც თავიანთი გეგმების შესახებ გვაუწყეს. მათი მიზანი, სპორტული ელექტრომობილის წარმოებაა.
ამ პროექტში ყველაზე საინტერესო, წარმოებისას გამოყენბული მსუბუქი მასალებია, რომელთა წყალობითაც, ავტომობილი ძალიან მსუბუქი გამოვა. შესაბამისად, ჩვეულებრივისგან განსხვავებული იქნება წარმოების ტექნოლოგიაც. იმ მასალებს შორის, რომლებსაც ინტენსიურად გამოიყენებენ, არის კარბონს ბოჭკოს კომპოზიტი, რომელიც ფ1-ის ბოლიდების ძირითადი მასალაა და კევლარი, რომელსაც ტყვიაგაუმტარ დამცავ საშუალებებში იყენებენ. ამის წყალობით, ელექტრომობილი თავისი ზომის შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე დაახლოებით 30 პროცენტით მსუბუქი იქნება. და რაც მთავარია, მათ სიმტკიცისა და უსაფრთხოების კომპონენტებშიც აჯობებს.
ამ ეტაპზე, პატარა სპორტულ ელექტრომობილის მახასიათებლების შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ელემენტების ერთი სრული დამუხტვით, დაახლოებით 250 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას კი 10 წამზე ნაკლები ეყოფა. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას მძლავრი ასინქრონული ძრავი მიანიჭებს, ენერგიის ეკონომიისთვის კი ავტომობილი ასევე მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემითაც აღიჭურვება. რაც შეეხება ენერგიის დაგროვების საშუალებას, ამისათვის ნანოტექნოლოგიურ ელემენტებს გამოიყენებენ. ენერგიის შევსებასვე მოემსახურება მზის ელემენტების ბლოკი, რომელსაც სახურავში ჩაამონტაჟებენ.
ავტომობილის სალონში მხოლოდ ორი სავარძელი ჩაეტევა. მძღოლის განკარგულებაშია ტაბლეტი, რომელიც ერთდროულად მაჩვენებლების დაფის როლსაც შეასრულებს და ინფოტაინმენტ სისტემასაც მოემსახურება. ის მოსახსნელია და ავტომობითან შორიდან ურთიერთობის საშუალებასაც იძლევა.
სავარაუდოდ, ირლანდიური ელექტრომობილი ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. ჯერჯერობით უცნობია მისი ფასი.

No comments:

Post a Comment