Sunday, August 2, 2015

ბაქოს ქუჩის ტრეკი FIA-ს დასტურს ელის

Baku street layout ready for sign-off by FIA
2 აგვისტო
ევროპის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ დასრულდა ბაქოს ქუჩებში ფ1-ის ტრეკის კონფიგურაციის შედგენა და ახლა საჭიროა, რომ ის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წარმომადგენლებმა მოიწონონ. როგორც ცნობილია, მომავალ სეზონში აზერბაიჯანის დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს ფორმულა 1-ის რბოლას.

ბაქოს ტრეკის კონფიგურაცია, ქალაქის ქუჩებზე და სანაპირო ბულვარის გასწვრივ გადის. ბაქოს საერთაშორისო რბოლების ორგანიზების გამოცდილება აქვს - ქალაქი ბოლო სეზონებში რეგულარულად ატარებს „ბლანპენ“ GT-ს სპრინტის რბოლებს, რაც ქალაქისთვის ფ1-ის სამასპინძლოდ მომზადების ეტაპი იყო. ბაქოს დიდი პრიზის შეფი არიფ რაჰიმოვი ამბობს, რომ ტრეკი ჰომოლოგაციისთვის მზადაა. ის დარწმუნებულია, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, ტრეკი ფ1-ის რბოლის ჩატარების უფლებას ვერ მიიღებს.
„ტრეკის კონფიგურაციის შედგენა დასრულდა. მცირე დეტალები დარჩა დასასრულებელი, როგორიცაა მაგალითად ზოგიერთი მოსახვევის უსაფრთხოების ეკიპირებით დაკომპლექტება. ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ჰომოლოგაციას ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ უნგრეთში ჩარლი უაიტინგს შევხვდით, ვისთანც ჩვენი ტრეკის საკითხები მიმოვიხილეთ. მან თქვა, რომ მთავარი საკითხები მოგვარებულია“, ამბობს რაჰიმოვი.
ის ირწმუნება, რომ ბაქოს ტრეკი, პილოტებს გასწრების შესაძლებლობებს მისცემს. ამისთვის საუკეთესო საშუალება, პირველ მოსახვევში იქნება, რომლის წინაც გრძელი სწორია. გარდა ამისა, გასწრებასხვა მონაკვეთებშიც შესაძლებელია. ტრეკის კონფიგურაციაში შევა ტრიბუნები, რომლებზეც მხოლოდ 19 000 დასაჯდომი ადგილია. თუმცა, ამაზე გაცილებით მეტი ბილეთი, ეგრეთ წოდებული „ჯენერალ ედმიშნ“ (უნომრო) ნიშნით გაიყიდება, რომლებიც მაყურებელს სპეციალურად გამოყოფილი ადგილებიდან რბოლის ცქერის საშუალებას მისცემს.
რაჰიმოვი ასევე ამბობს, რომ ორგანიზატორებს შემუშავებული აქვთ პროგრამა, რომელიც ფ1-ის და საერთოდ, ავტოსპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ამის მიზანი ისაა, რომ ფ1 აზერბაიჯანში დიდი ხნით დარჩეს. ასევე დიდი ყურადღება მიექცევა იმასაც, რომ ფ1-ის უცხოელ მოყვარულებს, რომლებიც რბოლების უმეტესობას ესწრებიან, ბაქოში შემდგომ სეზონებში დაბრუნების სურვილიც გაუჩნდეთ.

No comments:

Post a Comment