Friday, July 3, 2015

„რედ ბულმა“ შეიძლება საგზაო სუპერ ავტომობილი გამოუშვას

Red Bull Racing road car still possible, says Christian Horner
1 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მალე „რედ ბულმა“ საკუთარი სუპერ ავტომობილის წარმოება დაიწყოს. როგორც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, ფ1-ის ავსტრიული გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მომავალში ეს გამორიცხული არაა. უფრო მეტიც, „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის ნათქვამი აქვს, რომ ასეთი ავტომობილის ესკიზებზე უკვე მუშაობს. ჰორნერი ამბობს, რომ ნიუის ამ პროექტზე მუშაობა სურს.
„რედ ბულის“ სუპერ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია პირველად 2013 წელს გაჟღერდა. მაშინ ჰორნერმა განაცხადა, რომ კომპანიის ფორმულა ერთს მიღმა გაფართოება სურდა, რაშიც ფ1-ის გუნდის გამოცდილება გამოდგებოდა. ახლახანს კი „გარდიანთან“ საუბრისას, ნიუიმ განაცხადა, რომ „რედ ბული“ ტექნიკურ პარტნიორების ძიებაშია, რომლებიც სუპერ ავტომობილის პროექტის განხორციელებაში დაეხმარებიან.
„რედ ბულს“ ფორმულა მერთში ორი საავტომობილო კომპანია ჰყავს პარტნიორად - „რენო“ და „ინფინიტი“. პირველი ტექნიკური პარტნიორია და ხარებს ძრავებით ამარაგებს, მეორე კი სპონსორია და „რედ ბული“ მის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს. სუპერ ავტომობილის წარმოების შემთხვევაში, „რედ ბულის“ სავარაუდო პარტნიორი სწორედ „ინფინიტი“ იქნება, რომლის Q50-ის ვერსია „ო რუჟის“ შემუშავებაშიც, „რედ ბულმაც“ მიიღო მონაწილეობა.
„Q50 ო რუჟი“ 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, 552 ცხენის ძალას ავითარებს. ეს ძრავი „ო რუჟმა“ ნათესავ სუპერ ავტომობილ „ნისან GT-R-სგან“ მიიღო. თუ ამ ავტომობილის წარმოება გადაწყდა, ის კონკურენციას „აუდი RS6-ს“, „იაგუარ XFR-ს“ და „ბეემვე M5-ს“ გაუწევს.
ჰორნერი დასძენს, რომ ახლო მომავალში, „რედ ბული“ გააგრძელებს „ინფინიტის“ პროექტებში მონაწილეობას. ოღონდ, მას ეს პროექტები არ დაუკონკრეტებია და არც ის უთქვამს, რომ იაპონურ კომპანიასთან პარტნიორობა აუცილებლად, „რედ ბულის“ პროექტზეც გავრცელდება. ჯერ ისიც არაა გადაწყვეტილი, გააგრძელებს თუ არა ავსტრიული გუნდი „რენოსთან“ პარტნიორობას.

No comments:

Post a Comment