Friday, July 3, 2015

„ლამბორგინი“ „ავენტადორ სუპერველოჩე როდსტერს“ გამოუშვებს

Lamborghini Confirms the Arrival of the Aventador Superveloce Roadster
3 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ლამბორგინიმ“ გამოაცხადა, რომ „ავენტადორ LP 750-4 სუპერ ველოჩეს“ ღია ვერსიას გამოუშვებს, სახელად „ავენტადორ SV როდსტერ“ (SV - სუპერ ველოჩე). იტალიური კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანს ახალი ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის გაგვანდო, რომ სანტ’აგატა ბოლონეზეში მას მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ.
ფესტივალზე გამოსვლისას, ვინკელმანმა განაცხადა, რომ „ავენტადორ LP 750-4 სუპერ ველოჩე“ ყველაზე სრულყოფილი, სპორტზე ორიენტირებული ინკარნაციაა „ლამბორგინისა“. ის მხოლოდ 600 ცალი დამზადდება და ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებულია. ამასთან, მიწოდება მალე დაიწყება. რაც შეეხება როდსტერს, მასზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.
სავარაუდოდ, „ავენტადორ SV როდსტერი“ 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით (რა თქმა უნდა, ატმოსფერულით) აღიჭურვება, რომელიც 750 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს ის ძრავია, რომელიც ვერსია „სუპერ ველოჩეს“ კუპესძარიან ვერსიას ამოძრავებს. როდსტერის დინამიკური მახასიათებლები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ის ახლოს იქნება კუპეს მონაცემებთან. კუპეს ადგილიდან ასის ასაკრეფად, 2.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 325 კილომეტრია.

No comments:

Post a Comment