Tuesday, July 28, 2015

გამწევი სატვრთოს ახალი რეკორდი... სიგრძეზე ხტომაში

Check Out The New Record For The Longest Semi-Truck Jump
28 ივლისი
ნახევარმისაბმელიან ავტომობილებს შორის სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს ახალი რეკორდი (თურმე ასეთიც ფიქსირდება) დამყარდა. ეს გიჟური ტრიუკი ბუტში (შტატი მონტანა) გამართულ ფესტივალ ეველ ნიველ დეისზე შესრულდა. გრეგ გოდფრი, ვისაც წინა რეკორდიც (რომელიც ცალკე აღნიშვნას იმსახურებს) ეკუთვნოდა, ნახევარმისაბმელიანი ავტომობილით 50.6 მეტრზე გადახტა.
მართალია, წინა რეკორდი თითქმის გააორმაგა, მაგრამ ამჯერად გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს გადაახტა. წინა რეკორდი (25.47 მეტრი) კი ფორმულა ერთის მოძრავ ავტომობილზე გადახტომით დაამყარა. პირველი რეკორდი მან 2008 წელს დაამყარა, როცა თავისი ნახევარმისაბმელიანი სატვირთოთი, სულ რაღაც, 15.24 მეტრზე ისკუპა.
გოდფრი მარათონულ რალი ბახა 1000-ის 2007 წლის ჩემპიონია (მოტოციკლით). ამჟამად ის სცენარებს წერს და ფილმების წარმოებითაა დაკავებული. მისი პირველი მოკლე ფილმია „მეტალის ღმერთის შვილები“. ტრევის პასტრანასთან ერთად კი, თავის გარაჟში შექმნილი აქვს ვიდეო სერიები, საერთო სახელით, „ნიტრო ცირკუსი“.
პარალელურად, ტრიუკებზეც მუშაობს (პასტრანას მეგობრისგან გასაკვირი არაა). თუმცა, ამ სახიფათო საქმისგან სიმწარეც უგრძვნია - 2011 წელს, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში რთული ტრიუკის შესრულებისას, მძიმე ინციდენტი შეემთხვა. თუმცა ბედად, განსაცდელს გადაურჩა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment