Borgward Teases Upcoming SUV For Frankfurt
27 ივლისი
54-წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანული საავტომობილო
კომპანია „ბორგვარდი“ ბაზარს უბრუნდება. განახლებულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია,
ფოტო ტიზერთან ერთად გაავრცელა, რომელზეც საბურველის ქვეშ მდგარი ავტომობილი და
მასთან მდგარი, კომპანიის ორი წარმომადგენელია გამოსახული. ამასთან, ეს ავტომობილი
ქროსოვერია.
„ბორგვარდმა“ დაბრუნების შესახებ ჟენევის მოტორ
შოუზე გამოაცხადა, სადაც კონცეპტუალური კუპე „იზაბელა“ წარადგინა. ეს ავტომობილი
1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, მისი მონაცემები კი არ
გამოუქვეყნებიათ. რაც შეეხება უგზოობის ავტომობილს, რომელიც ტესტებს გადის, მისი
პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.
„ბორგვარდის“ განახლებას კრისტიან ბორგვარდი,
კომპანიის დამაარსებელ კარლ ბორგვარდის შვილიშვილი ხელმძღვანელობს. პროექტს
ფინანსურად და ტექნიკურად, ჩინელი პარტნიორი, ინდუსტრიული გიგანტი „ფოტონი“
უზრუნველყოფს. დიზაინს კი „სააბის“ ყოფილი მთავარი დიზაინერი, აინარ ჰარეიდი
გაუძღვება.
კომპანია „ბორგვარდი“ 1919 წელს დაარსდა და 1961
წლამდე იმუშავა. ეს იყო თავისი დროის ყველაზე დიდი და წარმატებული გერმანული
კომპანია, რომელიც მსუბუქი ავტომობილების გარდა, ავტობუსებს, სახანძრო მანქანებს, ელექტრომობილებსა
და ვერტმფრენებსაც კი აწარმოებდა.
No comments:
Post a Comment