Tuesday, July 28, 2015

„რენო“ ფ1-ში თავის მომავალს მალე გადაწყვეტს

 Renault closes in on final F1 future decision
28 ივლისი
„რენო“ ფორმულა 1-ში თავის სტრატეგიასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. უკვე რამდენიმე თვეა, ფრანგული კომპანია და მისი მარკეტოლოგები ამ საკითხს განიხილავენ. მათი მიზანი ისაა, რომ ფ1-ში მიღწეული წარმატებებისგან კომპანიის ბიზნესმა უფრო მეტი იხეიროს. ამასთან, დიდი პრიზების ცირკის დატოვებაც არაა გამორიცხული. „რენოს“ მთავარი მიზანი, ფ1-ში დარჩენაა, ოღონდ რომბებს სურთ, რომ კვლავ საკუთარი გუნდით იასპარეზონ და ამისათვის, „ლოტუსის“ გამოსყიდვას ცდილობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „რენოსა“ და „ლოტუსს“ შორის მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. ჰუნგარორინგის პადკში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება უკვე მალე დასრულდება. შესათანხმებელი დარჩა გარიგების ფინანსური მხარე. საბოლოო ვარიანტი არდადგების დროს იქნება მზად, საბოლოო გადაწყვეტილებას კი „რენოს“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი, ბელგიის დიდ პრიზამდე მიიღებს.
„რენოს“ მთავარი მიზანი, სოლიდური შემოსავლის ბაზის უზრუნველყოფაა, რაც კომანიას ფ1-ში ინვესტირების საშუალებას მისცემს. ამ მიმართულებით ძირითადი კომპონენტი, ბერნი ეკლსტოუნთან და მის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვაა, რის მიზანსაც, კომერციული შემოსავლებიდან, გუნდებისთვის მეტი წილის გამოყოფა წარმოადგენს.
როგორც ინფორმაციის წყარო იუწყება, „რენოს“ სურს, რომ „რედ ბულის“ და „მერსედესის“ მსგავსად, ეგრეთ წოდებულ „ისტორიულ“ საპრიზო ფონდშიც ჰქონდეს წილი. ეს საკითხი „რენომ“ და ფ1-ის მფლობელმა, ჯგუფმა CVC-მ განიხილეს. ფ1-ში თავისი გუნდით დაბრუნების შემთხვევაში, „რენს“ სასპონსორო პაკეტიც უკვე გააჩნია, რაც მისი გუნდის ფინანსური უზრუნველობის გარანტიაა.
არის ლაპარაკი იმაზეც, რომ ფრანგლ კომპან თავის გუნდში სპონსორიანი პილოტების - სერხიო პერესის და პასტორ მალდონადოს მიწვევას აპირებს. ასევე პარტნიორთა სიაში შევა ავტოკომპანია „ინფინიტი“, რომელიც ამჟამად „რედ ბულის“ ტიტულოვანი სპონსორია. ცნობისათვის, „ინფინიტი“ „რენოს“ თანაალიანსელ „ნისანის“ პრემიუმ ბრენდია.

„რენოს“ დაბრუნების შემთხვევაში, მისი მანქანები ყვითელ და შავ ფერებში გამოეწყობა.

No comments:

Post a Comment