2018 Audi Q6 to be previewed by C-BEV concept at
Frankfurt
29 ივლისი
„აუდიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, C-BEV-ის
ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს კონცეპტი, სერიულ ელექტრულ
ქროსოვერ „Q6 e-ტრონის“ წინამორბედი გახდება, რომლის წარმოების შესახებაც, ცოტა ხნის
წინ, თვით „აუდის“ მთავარმა ინჟინერმა, ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა. ამ კონცეპტის
პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.
„Q6 e-ტრონს“ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მოდულურ
პლატფორმა MLB 2-ზე ააგებენ, რომელიც მეორე თაობის Q7-ზე გამოიყენეს. ელექტრულ
ქროსოვერს მამოძრავებელ ძალას „R8 e-ტრონის“ მოდერნიზებული აგრეგატები მიანიჭებენ, რომელთა
სიმძლავრეც 300, 400 და 500 ცხენის ძალა იქნება.
„Q6 e-ტრონი“ ბაზარზე კონკურენციას „ტესლას“
ელექტრულ ქროსოვერ „მოდელ X-ს“ გაუწევს, რომლის წარმოებასაც ამერიკული კომპანია
მალე დაიწყებს. ამავე სეგმენტში ავტომობილების წარმოებას მალე სხვა პრემიუმ კომპანიებიც
დაიწყებენ.
No comments:
Post a Comment