Tuesday, May 12, 2015

„ფორდ GT„ ევროპაში ძალიან ცოტა გაიყიდება

2017 Ford GT to Be Sold in Europe in Strictly Limited Numbers
12 მაისი
იყო დრო, როცა „ფორდმა“ სუპერ ავტომობილი GT რბოლებისთვის შეიმუშავა, უფრო კონკრეტულად კი, ლე მანის რბოლაში, „ფერარის“ დომინაციის დასასრულებლად. და მიზანსაც მიაღწია - ზედიზედ ოთხჯერ დალაშქრა ეს ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა. გავიდა ცოტა დრო და GT ისტორიას ჩაბარდა, მერე ერთხელ აღადგინეს, თუმცა მცირე ხნით.
და აი, დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე, GT-ს მესამე ინკარნაცია ვიხილეთ, ერთდროულად წინა ორის თანამედროვე ინტერპრეტაციაც და სრულიად ახალი ფილოსოფიით შექმნილი ავტომობილიც, რომელმაც უმალ მოხიბლა ავტოგურმანები. მაგრამ იქვე დაამწუხრა - ცისფერმა ოვალმა გამოაცხადა, რომ წლიურად მხოლოდ 250 ცალი „ფორდ GT-ს“ წარმოებას აპირებს.
მთავარი ისაა, რომ კომპანიის დევიზ „ერთი ფორდის“ შესაბამისად, ახალი GT გლობალური ავტომობილი გახდა. და შესაბამისად, მსოფლიოს ყველა ბაზარზეა ხელმისაწვდომი. მაგრამ კიდევ უფრო მცირე რაოდენობით. მაგალითად, ძველი კონტინენტს წილად რამდენიმე ათეული შეხვდება. წინა თაობის GT-ს წარმოება მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა და ამ დროში მხოლოდ 4500 ცალი სუპერ ავტომობილი დამზადდა. ახალ GT-ს კი გაცილებით დიდხანს გამოუშვებენ, თუმცა ბაზარზე მაინც ალბათ ჯამში ნაკლები გამოვა.
ახალი GT აღჭურვილია სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი ტურბო V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალის ფარგლებშია. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით რობოტიზებული ტრანსმისიაა დაკავშირებული. ავტომობილი მსუბუქია და შესაშური აეროდინამიკური და დინამიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. ამაში მყიდველი 2017 წლიდან დარწმუნდება, როცა ავტომობილი ბაზარზე გამოვა.

No comments:

Post a Comment