Monday, May 11, 2015

დიუნების ბაგი „პორშე 911T-ს“ ძრავით და საგზაო სერტიფიკატით

Dune Buggy with Porsche 911T Engine Is Somehow Street Legal and For Sale
11 მაისი
რას არ ნახავთ „იბეიზე“. მაგალითად, უდაბნოში სარბოლოდ განკუთვნილ ბაგის ტიპის სარბოლო ავტომობილს, რომელსაც მამოძრავებელ ძალას, თვით „პორშეს“ წარმოების ოპოზიტური ექვსცილინდრიანი ძრავი ანიჭებს. მისი გამყიდველი ამ ავტომობილის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ავრცელებს. არც იმას ამბობს, თუ ვინაა მისი შემქმნელი. რატომ აირჩია ძრავი, რომელიც „პორშე 911T-ს“ მთავარი ღირსებაა.
რა თქმა უნდა, ამ პროექტის ავტორს სურდა, რომ თავისი კლასის საუკეთესო ავტომობილი დაემზადებინა, რომლითაც ბევრს პირდაღებულს დატოვებდა. მაგრამ ოპოზიტური ძრავი წრიული რბოლებისთვის განკუთვნლი ავტომობილისთვის უფრო მოსახერხებელია, რადგან სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევას უწყობს ხელს. ბაგის ტიპის ავტომობილზე კი ეს გადამწყვეტ უპირატესობას არ იძლევა, რადგან ბაგის მაღალი საკიდარი აქვს და შესაბამისად, ავტომობილის კლირენსიც მაღალია.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს გათვლები პროექტის ავტორს არ ჩაუტარებია. მას ხელში რაც მოხვდა, ის გამოიყენა - 1970-იან წლებში გამოშვებული „პორშე 911T“ დიდი სიმძლავრითაც არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, გასაყიდ ლოტში მითითებულია, რომ ავტომობილს საგზაო სერტიფიკატი აქვს. ანუ, მისი საერთო სარგებლობის გზებზე გამოყენება შეიძლება.
ავტომობილის ახლანდელი პატრონი ამბობს, რომ მის ფარეხში ბევრი ავტომობილი დგას, ერთიც ახალი მოტორიანი ნავი აქვს, რის გამოც, ბევრი გადასახადის გადახდა უწევს. სწორედ ამიტომ ჰყიდის ამ უცნაურ ბაგის. ავტომობილი არც ძვირი ღირს - 13 999 დოლარი.

No comments:

Post a Comment