Monday, January 19, 2015

„მერსედესი“ W06-ს პირველ თებერვალს გვიჩვენებს

Jerez launch for new Mercedes W06
19 იანვარი
„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ ახალ სარბოლო ავტომობილს, სახელად W06, რომლითაც ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი ახალ სეზონში იასპარეზებენ, ხერესში, წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე, 1 თებერვალს გვიჩვენებენ. სხვათა შორის, სამქიმიანებმა გასული სეზონის W05-იც პირველად ხერესის ტესტების წინ გაგვაცნეს.
ახალი ბოლიდის ტესტირების საშუალება პირველს როსბერგს მიეცემა, რომელიც ტრასაზე ტესტების პირველ და მესამე დღეს გამოვა. ჰამილტონი კი საჭეს მეორე და მეოთხე დღეს მიუჯდება. როგორც გერმანული გუნდი გვახსენებს, შარშან პირველმა ტესტები ჰამილტონმა დაიწყო.
„გასულ სეზონში, სრულიად ახალი ფორმულის შესაბამისად გვიწევდა მზადება, ამჯერად კი ჩვენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გვიწევს. ჩვენ ვიცით, რომ სხვა გუნდები ჩვენს უკან არიან. ასევე ვიცით, რომ მეტოქეები მელბურნის რბოლიდანვე კონკურენტუნარიანები იქნებიან. ამიტომ ყოველ დეტალზე ყურადღების გამახვილება გვმართებს, თუ გვსურს, რომ ამ სეზონშიც უპირატესობა გვქონდეს. ბრეკლიში, ბრიქსუორტშ და შტუტგარტში, ყველამ ბევრი იშრომა, რათა ახალი ვერცხლისფერი ისარი შეექმნათ. ამიტომ მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ახლა მოუთმენლად ველით მომენტს, როცა ის ტრასაზე გავა და ჩვენი შრომის შედეგს საქმეში ვნახავთ“, - ამბობს გუნდის შეფი ტოტო ვოლფი.

No comments:

Post a Comment