Tuesday, January 6, 2015

ამერიკელები „გუგლში“ ყველაზე ხშირად „ფორდს“ ეძებენ

The Most Googled Cars Of 2014
6 იანვარი
ინტერნეტ გიგანტმა „გუგლმა“, თავის ძებნის ქსელში ყველაზე პოპულარული ბრენდების და ტენდენცების რეიტინგები გამოაქვეყნა. საავტომობილო კომპანიებს შორის, ამერიკელები „გუგლის“ სისტემით ყველაზე ხშირად „ფორდის“ ავტომობილებს და კომპანიის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ეძებენ. საერთოდაც, პირველ სამ ადგილზე ამერიკული კომპანიების - ცისფერ ოვალს კვალში „ჯიპი“ და „დოჯი“ უდგანან.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მონაცემების მიხედვით, პირველი ადგილი, ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ტესლას“ ეკავა, რომელიც ამჯერად მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სულ მოწინავე ათეულში, ხუთი ამერიკული, ოთხი იაპონური და ერთიც გერმანული კომპანია შევიდა. ეს ერთადრთი გერმანული კომპანია „ბეემვეა“.
სამივე ლიდერი კომპანიის კარგი შედეგები, მათმა უახლესმა ავტომობილებმა განაპირობა. „ფორდმა“ ასეთი ორი გამოუშვა - „მუსტანგი“ და პიკაპი F-150. „ჯიპის“ ახალი ავტომობილი, უგზოობის სუბკომპაქტური მოდელი „რენეგადია“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ „ფიატთან“ თანამშრომლობით შექმნა, „დოჯის“ ავტომობილებს შორის კი ინტერნეტ მომხმარებლებს ყველაზე მეტად, 707-ცხენისძალიანი „ჩელენჯერ SRT ჰელკეტია“.

No comments:

Post a Comment