Tuesday, January 6, 2015

ტერანოვამ მოიგო, ალ-ატია ისევ ლიდერია

Terranova wins stage three, Al-Attiyah still leads
6 იანვარი
დაკარზე დღეს მესამე ეტაპი იყო, რომელიც ისევ „მინის“ ეკიპაჟის გამარჯვებით დასრულდა. ოღონდ, ამჯერად საუკეთესო დრო არგენტინელ ორლანდო ტერანოვას ჰქონდა, რომელმაც კლასიფიკაციაში მესამე ადგილამდ აინაცვლა. არადა, წინა სპეცმონაკვეთის შემდეგ, რომელზეც ავარია მოუვიდა, მეათე ადგილამდ იყო ჩამოქვეითებული.
მის ყატარელ თანაგუნდელ ნასერ ალ-ატიას კი არცთუ საუკეთესო დრო ჰქონდა - მე-5 შედეგს დასჯერდა, თუმცა არგენტინელთან ხუთ წუთზე ნაკლები წააგო. ლიდერთან ჩამორჩენა ესპანელმა კარლოს საინსმაც შეამცირა, თუმცა სპეცმონაკვეთზე მას მხოლოდ 12 წამით აჯობა. ამჯერადაც მეორე დრო ჰქონდა გინიელ დე ვილიერსს (ფოტოზე), რომელმაც ტერანოვასთან ორ წუთზე ნაკლები წააგო.
მესამე შედეგი დააფიქსირა დაკარის დებიუტანტმა საუდის არაბეთიდან იაზიდ ალ-რაჰჯიმ, რომელმაც საერთო კლასიფიკაციაში მეხუთეზე, საინსის უკან გადაინაცვლა და მას წუთზე ნაკლებით ჩამორჩება. სხვათა შორის, გასულ სეზონში, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ეტაპის რბოლებში მიიღო მონაწილეობა.

No comments:

Post a Comment