Thursday, November 13, 2014

საიუბილეო „მუსტანგი“ ნასქარ-ის პეისქარი იქნება

50-Year Limited Edition 2015 Ford Mustang to pace at Homestead
13 ნოემბერი
ლეგენდარული პონი ქარის ნახევარსაუკუნოვანი იუბილის აღსანიშნავად, „ფორდმა“ საიუბილეო გამოშვების ახალი „მუსტანგი“ ნასქარ-ის სპრინტის თასის (ფორდ ეკობუსტ 400) და ეროვნული სერიის (ფორდ ეკობუსტ 300) რბოლების უსაფრთხოების ავტომობილად გაამწესა. ორივე რბოლა მაიამის ჰოუმსტედის ოვალზე ჩატარდება და მათი ტიტულოვანი სპონსორი ცისფერი ოვალია.
„უიმბლდონის თეთრი“ ფერით შეღებილი ახალი „მუსტანგი“ ერთ-ერთია იმ 1964 ეგზემპლარიდან, რომლებიც საიუბილეო გამოშვების სერიით გამოვა ბაზარზე. ის აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი Ti-VCT V8 ძრავით. სპრინტის თასის ბოლო რბოლის სტარტზე, პელოტონს პეისქარით „ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი გაუძღვება. ეროვნული სერიის სტარტამდე კი პელოტონს ცისფერი ოვალის ვიცე პრეზიდენტი, აშშ-ის ბაზარზე მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის შეფი ჯონ ფელიჩე გაიყვანს.
მეექვსე თაობის „მუსტანგს“ ფლეტ როკის (მიჩიგანი) ქარხანა უშვებს. პეისკარისთვის GT ვერსია შეირჩა, რომლის 5.0-ლიტრიანი ძრავი 435 ცხენის ძალას და 545 ნიუტონმეტრს ავითარებს. ისე კი, ახალი „მუსტანგის“ ძრავების გამაში კიდევ ორი აგრეგატია - 3.7-ლიტრიანი V6 და 2.3-ლიტრიანი ეკობუსტი. ბევრი სიახლის გარა, ახალი ავტომობილი უკანა დამოუკიდებელი საკიდარითაც გამორჩეულია. თუმცა მყიდველს ოპციით ისევ შესთავაზებენ დამოკიდებულ უკანა საკიდარს.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „ფორდის“ საჩემპოიონატო უქმეებზე, „მუსტანგის“ 50-წლიანი იუბილის შეზღუდული გამოშვება, ნასქარ-ის სპრინტის თასის და ეროვნული სერიის რბოლებს და მათში მონაწილე მსოფლიოს საუკეთესო მრბოლებს გაუძღვება“, - ამბობს „ფორდ მოტორ კომპანის“ ამერიკული შტოს მარკეტინგის დირექტორი ჩანტელ ლენარდი.

No comments:

Post a Comment