Thursday, November 13, 2014

„მაკლარენი“ „ჰონდას“ ძრავს პირველად სილვერსტოუნზე გასინჯავს

McLaren will debut their Honda engine in interim car at Silverstone on Friday
13 ნოემბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ „ჰონდას“ ახალ ძრავს პირველად პარასკევს, სილვერსტოუნზე დაგეგმილ სარეკლამო გადაღების დღეს გასინჯავს. ამ სეზონის ბოლოს, უოკინგელები „მერსედესთან“ ოცწლიან თანამშრომლობას დაასრულებენ და „ჰონდას“ დაუბრუნდებიან, რომელთან ერთადაც, 1990-იანი წლების დასაწყისში დაუმარცხებელ ძალას წარმოადგენდნენ.

„მაკლარენი“ სილვერსტოუნზე შუალედურ მანქანას გამოიყვანს, რომელიც „ჰონდას“ ძრავის პარამეტრების შესაბამისად, MP4-29-ის ბაზაზეა შემუშავებული. შუალედური ავტომობილის სრული სახელია MP4-29H/1X1 და ის გარდამავალი საფეხურია ახლანდელ და მომავალი სეზონის მანქანებს შორის. შუალედური ავტომობილის მთავარი დანიშნულება, მასზე „ჰონდას“ ძრავის ოპტიმალურად მორგება და სამაგრი წერტილების ოპტიმიზაციაა, რასაც ინჟინრები ახალ ბოლიდზე მუშაობისას გაითვალისწინებენ.

სილვერსტოუნზე გადაღებისას, ავტომობილი მხოლოდ 100 კილომეტრის გავლას შეძლებს, რადგან ეს სპორტული რეგლამენტითაა განსაზღვრული. ამასთან, ტესტებისას საჭესთან არც კევინ მაგნუსენი დაჯდება და არც ჯენსონ ბატონი. მანქანას პირველად სარეზერვო პილოტები - ბრიტანელი ოლივერ ტარვი და ბელგელი შტოფელ ვანდოორნი გაატარებენ. მათ გარდა, ტრასაზე ორი კლასიკური „მაკლარენ ჰონდაც“ გამოვა.

No comments:

Post a Comment