Thursday, November 13, 2014

„შევროლე ჩაპარალ 2X VGT კონცეპტ რეისინგი“

New Chevrolet Chaparral 2X VGT Concept Racing To LA Auto Show
13 ნოემბერი
სხვა დიდი კომპანიების მსგავსად, ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოს“ შექმნიდან 15 წლის აღსანიშნავად, ვირტუალური სუპერ ავტომობილი „შევროლემაც“ შეიმუშავა. ამ ამ ავტომობილისთვის ლეგენდარული სახელი - „ჩაპარალი“ გაიხსენა. ამერიკული კომპანია ამ ავტომობილს პირველად ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გვიჩვენებს, შემდეგ კი მის რეალურ ვერსიასაც დაამზადებს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ვირტუალური ავტომობილის სახელად „კორვეტი“ იყო შერჩეული, თუმცა ასე არ ყოფილა. ავტომობილს „შევროლე ჩაპარალ 2X VGT“ დაარქვეს, რითაც პატივი მიაგეს „ჩაპარალის“ 1960-იანი წლების სარბოლო წარსულს. ცნობისათვის, მრბოლებმა, ჯიმ ჰოლმა და ჰეპ შარპმა 1962 წელს კომპანია „ჩაპარალ ქარზი“ ჩამოაყალიბეს. მალევე მათ პარტნიორად „შევროლეს“ კვლევისა და განვითარების შტო მოევლინა, რომელთან ერთადაც, არაერთი საინტერესო სარბოლო ავტომობილი შეიმუშავეს.
„ჯიმ ჰოლმა და „ჩაპარალმა“ რბოლის ხელოვნება და მეცნიერება დააკავშირეს, რითაც სპორტი სამუდამოდ შეცვალეს და შთაგონება მისცეს ინჟინერთა ახალ თაობას, რომელიც აეროდინამიკასა და არასტანდარტული მასალების გამოყენების მხრივ, თამამ ექსპერიმენტებს აღარ ერიდებოდნენ“, - ამბობს „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი მარკ რეუსი.
ამერიკული კომპანიის გლობალური დიზაინის შტოს ვიცე პრეზიდენტი ედ ველბურნი ამბობს, რომ ამ ავტომობილით, „ჯენერალ მოტორსის“ დიზაინის მოწინავე სტუდიამ, ჯიმ ჰოლის სიმბოლური მონაწილეობით შექმნა პროექტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა შეუძლიათ მათ, როცა ჩარჩოებს არ უწესებენ.
ჯერ სულ ესაა, მალე კი გენრლები ამ ავტომობილს ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ და მასზე უფრო დაწვრილებით მოგვიყვებიან.

No comments:

Post a Comment