Friday, September 5, 2014

ჰამილტონის მანქანაზე ელექტრონიკა გაჭირვეულდა

UPDATE 1-Motor racing-Hamilton suffers electrical gremlins at Monza
5 სექტემბერი
ლუის ჰამილტონს თითქმის ერთი საათი გაუცდა იმის გამო, რომ მის მანქანაზე ელექტრონიკა გაჭირვეულდა. ბოლოს კი მისმა მექანიკოსებმა პრობლემის მიზეზს მიაგნეს და ბრიტანელი ტრასაზე გაუშვეს, სადაც მეორე ადგილს დასჯერდა. პირველი კი, რა თქმა უნდა, ნიკო როსბერგია, რომელმაც თანაგუნდელს სულ რაღაც 0.061 წამით აჯობა. არადა, პირველ პრაქტიკაზე მათ შრის სხვაობა თითქმის 0.8 წამი იყო, ჰამილტონის სასარგებლოდ.

და რაც მთავარია, ორი პრაქტიკის ჯამშიც საუკეთესო ჰამილტონი იყო. არადა, როგორც წესი, მეორე პრაქტიკაზე პილოტები საგრძნობლად აუმჯობესებენ ხოლმე დროებს. საინტერესოა, რომ პირველ პრაქტიკაზე მხოლოდ სამმა პილოტმა შეძლო წრის წუთსა და 27 წამზე ნაკლებში გავლა. მეორე პრაქტიკაზე კი ეს ბარიერი ათმა პილოტმა გადალახა.
შეგახსენებთ, რომ იტალიური ეტაპის წინ, ჩემპიონატს როსბერგი უდგას სათავეში, რომელიც ჰამილტონს 29 ქულას უგებს. სეზონის დასრულებამდე კი 7 ეტაპია დარჩენილი, რომელთაგან ბოლოზე, აბუ დაბიში, პირველ ათეულში შესული პილოტები ორმაგ ქულებს მიიღებენ.
პრობლემები ჰქონდა დანიელ რიკარდოსაც, ვისაც მაყურებლების დიდი ნაწილი იტალიელად მიიჩნევს. პირველი პრაქტიკის დიდი ნაწილი მას ძალური დანადგარის პრობლემების გამო გაუცდა. ამის გამო, პირველ სესიაზე ის მე-16 შედეგს დასჯერდა, მეორე სესიაზე კი ექვსი საფეხურით წინ წაიწია. შეგახსენებთ, რომ რიკარდოს წინა ორი ეტაპი (უნგრეთში და ბელგიაში) აქვს მოგებული.
ცვლილება მოხდა „კატერჰემში“, სადაც გერმანელი ანდრე ლოტერერი ისევ იაპონელმა კამუი კობაიაშიმ შეცვალა. მონცაზე ლოტერერს უნდა ეასპარეზა, მაგრამ მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ პირველ პრაქტიკაზე მის ნაცვლად საჭესთან ესპანელი რობერტო მერი უნდა დამჯდარიყო. ლოტერერის თქმით, თავადაც ახალბედაა და პრაქტიკაზე გამოსვლა მისთვის აუცილებელი ვარჯიში უნდა ყოფილიყო, რის გარეშეც მან რბოლაში მონაწილეობა არ ისურვა. კობაიაში თავის მონოპოსტს მეორე სესიაზე დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ პირველ სესიაზე, „ფორს ინდიას“ სამმა პილოტმა ივარჯიშა. საპრიზო პილოტებთან ერთად, ტრასაზე ესპანელი დანიელ ჯუნკადელაც გამოვიდა.

იტალიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:26.187
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:26.810
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:26.995
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:27.169
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:27.228
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:27.271
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:27.493
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:27.687
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:27.741
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:28.112
11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:28.114
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:28.148
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:28.150
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:28.300
15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი)       1:28.429
16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:28.487
17. დანიელ ჯუნკადელა (ესპანეთი, ფორს ინდია)      1:29.192
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:29.512
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:30.017
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:30.081
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, ლოტუსი)                          1:30.125
22. რობერტო მერი (ესპანეთი, კატერჰემი)                    1:30.704
23. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:30.948

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:26.225
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:26.286
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:26.331
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:26.565
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:26.758
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:26.762
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:26.762
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:26.881
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:26.935
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:26.992
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:27.079
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:27.227
13. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:27.476
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:27.840
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:27.929
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:28.029
17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:28.659
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:28.700
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:28.786
20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:29.085
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:29.178
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)     1:29.275

No comments:

Post a Comment