Thursday, June 12, 2014

„ლენდ როვერი“ ინდური ვეფხვების გადარჩენაზე ზრუნავს

Land Rover Supports Indian Tiger Conservation with SUV Donation
12 ივნისი
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი და ძლიერი წევრია. მაგრამ თავისი ლამაზი ბეწვის „წყალობით“, გადაშენების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ჯერ იყო და ფერმერები ანადგურებდნენ, რათა საკუთარი პირუტყვი განადგურებისგან დაეცვათ, შემდეგ კი სპორტულმა და კომერციულმა ნადირობამ, კრიტიკულ მინიმუმამდე შეამცირა ინდური ვეფხვების რაოდენობა. ბოლო საუკუნის განმავლობაში, მათი რიცხვი, ასეულობით ათასიდან, სულ რაღაც, 3 500-მდე შემცირდა...
მონადირეები ხშირად საფარის ორგანიზებისას, სატრანსპორტო საშუალებად, როგორც ამ საქმისთვის საუკეთესო მანქანას, „ლენდ როვერ დიფენდერს“ იყენებდნენ, რომელიც მისდაუნებურად, ამ გიგანტური კატის განადგურების საშუალებად იქცა. მაგრამ დრო შეიცვალა და დღეს ბრიტანული კომპანია, ამ ცხოველის გადარჩენის საქმეში ჩაება. ამასთან დაკავშირებით, „ლენდ როვერმა“, ინდურ ფონდ „ბორნ ფრის“ უგზოობის მოდელი „ფრილენდერი“ გადასცა.
„ლენდ როვერ ფრილენდერმა“ თავისი ყველგანმავლის საუკეთესო თვისებები, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში, ყველა სახის რთულ პირობებში გამოავლინა, იქნებოდა ეს არქტიკა, თუ ამაზონისპირეთის ჯუნგლები. ამგვარად, მას პრობლემა არ ექნება ინდოეთში, სადაც ფონდის თანამშრომლებს ხშირად სხვა მანქანებისთვის მიუვალ ადგილებში მოუწევთ გადაადგილება.
„ფონდ „ბორნ ფრისთან“ „ლენდ როვერის“ თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იყო ბრიტანეთში, კენიაში, ეთიოპიაში, სამხრეთ აფრიკასა და შრი ლანკაში. და ვიმედვნბთ, რომ ჩვენს მიერ გადაცემული „ლენდ როვერ ფრილენდერი“, ფონდს ძალიან გამოადგება სეტპუდას არეალში ვეფხვების დაცვის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. მჯერა, რომ ჩვენ ერთად დიდ წვლილს შევიტანთ ინდოეთში ვეფხვების განადგურებისგან დაცვის საქმეში“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ ბრენდული გამოცდილების დეპარტამენტის დრექტორი მარკ კამერონი.
როგორც ცნობილია, არცთუ დიდი ხნის წინათ, „ლენდ როვერი“ და მასთან ერთად „იაგუარიც“, ინდურმა „ტატა მოტორსმა“ გამოისყიდა „ფორდისგან“. სწორედ ინდურმა სამრეწველო ჯგუფმა დაიწყო ორივე ბრიტანულ კომპანიის განვითარებაში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტირება, რასაც თავისი შედეგები უკვე მოაქვს - დაწყებულა ორივე კომპანიის სამოდელო გამის გაფართოება და რესტრუქტურიზაცია. ამის შედეგი კი გაყიდვების და მოგების ზრდაა. და ეს პროცესი ჯერ მხოლოდ ახალი დაწყებულია. საინტერესოა ისიც, რომ უახლესი „რეინჯ როვერის“ ტესტირებისთვის, „ლენდ როვერმა“ წამყვანი ევროპული საავტომობილო გამოცემების ჟურნალისტები ინდოეთში მიიწვია.

No comments:

Post a Comment