Wednesday, January 8, 2014

„ლექსუსი“ დეტროიტში კუპე RC F-ს გაგვაცნობს

New Lexus RC F Performance Coupe with 460HP V8
8 იანვარი
„ლექსუსი“ მალე იმ სეგმენტში „შეიხედავს“, სადაც ლიდერობა „ბეემვე M4-ის“ ხელშია, რომელიც ადრე ორკარიანი M3 იყო (დღეს ეს ორი ავტომობილი ერთდროულად ბატონობს „თავის ტერიტორიაზე“). ბავარიული ბესტ სელერების ჰეგემონიის დამხობას იაპონური RC F ეცდება, რომლის პირველი ჩვენებაც დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება. თუმცა პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ის ჟურნალმა „როუდ ენდ ტრეკმა“ გაგვაცნო.
გამოცემა აღიარებს, რომ „ლექსუსის“ კუპეს შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოეპოვება. თუმცა იაპონური კომპანიის მიერ გავრცელებულ მოსაწვევში, რომლითაც ის დეტროიტის შოუს დამთვალიერებლებს, საკუთარ სტენდზე ეპატიჟება, ეწერა, რომ კუპე RC F აღიჭურვება 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 460 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 4.5 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს მიაღწევს.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ახალი კუპეს შემუშავებისას, „ლექსუსის“ ინჟინრებმა „RC კუპეს“ ყველაზე აგრესიული ელემენტები გამოიყენეს. მათ შორისაა დაბერილი საბორბლე თაღები, ახალი ბამპერები, რომელთაგან წინაში (რომელსაც ფსევდო ბამპერს თუ უწოდებ) დამატებითი ჰაერის ამღებებია ჩამატებული და უკანა დიფუზორი, რომლის ორივე კიდეშიც, ორი წყვილი გამოსაბოლქვია მოთავსებული.

No comments:

Post a Comment