Wednesday, January 8, 2014

„ჰიუნდაი გრანდ i10“ ინდოეთის წლის ავტომობილია

Hyundai Grand i10 Wins 2014 Indian Car of the Year Award
8 იანვარი
„ჰიუნდაის“ სუბკომპაქტურმა ჰეჩბეკმა „გრანდ i10-მა“ ინდოეთის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. ეს ავტომობილი ერთდროულად ორი ბაზრის - ევროპისა და ინდოეთის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფრანკფურტშია შემუშავებული და ორივე ბაზრისთვის, სხვადასხვა ნიშას შეესაბამება. ესვოპისთვის ის საქალაქო ავტომობილია, ინდოეთისთვის კი - საოჯახო და ევროპულ ვერსიაზე ოდნავ დიდია. შესაბამისად, ინდურ ვერსიას „გრანდ i10“ ეწოდება.
ინდურ ბაზარზე „გრანდ i10-ის“ გაყიდვები სექტემბერში დაიწყო და მაშინვე მასზე არნახული მოთხოვნა დაფიქსირდა. სამ თვეში 35 000-ზე მეტი „გრანდ i10“ გაიყიდა. და ეს კორეული კომპანიის ისტორიაში, ახალი ავტომობილის გაყიდვების საუკეთესო დასაწყისია. და წლის საუკეთესო ავტომობილის წოდების მინიჭებამ ეს წარმატება დააგვირგვინა.
ეს აღიარება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ „გრანდ i10-ს“ ძალიან ძიერ კონკურენტებს აჯობა. მან უკან მოიტოვა ინდური ბაზრის ლიდერი, პატარა სედანი „ჰონდა ემეიზი“ და უახლესი სუბკომპაქტური ქროსოვერი „ფორდ ეკოსპორტი“. ჟიურიმ, რომელშაც წამყვანი საავტომობილო გამოცემების ჟურნალისტები შედიოდნენ, „გრანდ i10-ის“ მთავარ ღირსებებად შესრულების მაღალი ხარისხი და დახვეწილი დიზაინი მოიწონეს.
„ჩვენთვის ამ პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვება დიდი პატივია. „გრანდ i10“ მსოფლიო კლასის პროდუქტია, რომელიც სპეციალურად, ინდური ბაზრისთვის შეიქმნა და ამ ქვეყნის წლის საუკეთესო ავტომობილად მისი დასახელება, უზარმაზარი მიღწევაა. ეს აღიარება იმის დაფასებაა, რომ ჩვენი კომპანია ინდოელი მომხმარებლების მოთხოვნებს ითვალისწინებს და მათ მაღალი ხარისხის, გამძლე პროდუქტს სთავაზობს. „გრანდ i10“ ჩვენს კომპანიას, პრემიუმ კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში ლიდერის პოზიციას ანიჭებს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ ინდიაას“ მმართველი დირექტორი და მთავარი აღმასრულებელი ბო შინ სეო.

No comments:

Post a Comment