Wednesday, January 8, 2014

ფორმულა E ლას ვეგასს გაეცნო (ვიდეო)

Formula E Car Does Public Demo at Las Vegas CES
8 იანვარი
ფორმულა E პირველი სეზონისთვის მზადაა. ამისთვის მისმა ორგანიზატორებმა ინგრედიენტების სრულ კომპლექტს მოუყარეს თავი და ახლა პრეზენტაციების ჯერი დგება, რომლებმაც ახალ, ელექტრონულ სარბოლ სერიას, სტარტამდე უნდა მოუპოვოს პოპულარობა. თუმცა, ეს ისედაც გარანტირებული აქვს, რადგან სერიის ყველა რბოლა, დიდი ქალაქების ქუჩებში ჩატარდება.
ავტომობილმა, რომლის სრული სახელწოდებაა „სპარკ-რენო SRT_01E“, ჯერ ლას ვეგასის ქუჩებში „გაისეირნა“, შემდეგ კი საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუსაც ეწვია, სადაც საზგადოების წინაშე ერთ-ერთ ექსპონატად წარსდგა. ერთადრთი, რაც ამ ფორმულას ტიპის, ღიაბორბლიან ბოლიდს „სხვანაირი“ აქვს, ხმაა. უფრო სწორედ, უხმაურობა. ის ტროლეიბუსის ხმით გადაადგილდება, თუმცა ეს ხელს ვერ უშლის დრიფტინგში.
წარდგენისას, ფორმულა E-ს მთავარმა აღმასრულებელმა ალეხანდრო აგაგმა განაცხადა: „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფია-მ ფორმულა E-ს მწვანე შუქი აუნთო და ის ინტერესი და პროგრესი, რაც ამ სერიას უკვე აქვს, აღფრთოვანებას იწვევს. დასაწყისში არც ქალაქებთან გვქონდა კონტრაქტები, არც გუნდები იყო შექმნილი, არც ტელემაუწყებლებთან გვქონდა კონტრაქტები. და რაც მთავარია, არ არსებობდა მანქანა. ახლა კი ამ ყველაფერს თავი მოვუყარეთ და მზად ვართ, ჩვენი ავტომობილი ყველას სიამაყით გავაცნოთ. სექტემბერში ჩვენ ჩემპიონატს ვიწყებთ და ძალიან კარგია, რომ სტარტს ასეთ პოზიტიურ ნოტაზე ავიღებთ“.
ახლავე შეიძლება ითქვას, ფორმულა E ამერიკაში (ისევე როგორც სხვა ქვეყნებში) ჯერ ვერ გახდბა მოტორსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელები სერიაში ორ გუნდს გამოიყვანენ და ორი ეტაპიც მათს ორ ქალაქში - ლოს ანჯელესსა და მაიამიში ჩატარდება, რბოლების რეპორტაჟებს კი „ფოქს სპორტსი“ გადასცემს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment