Friday, December 27, 2013

„ბოსტონ სელტიქსის“ მფლობელი ფორმულა E-თი დაინტერესდა

Boston Celtics Owner to Make Multi-Million Investment in Formula E
27 დეკემბერი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „ბოსტონ სელტიქსის“ თანამფლობელი უიკ გრუზბეკი ელექტრონული ფორმულის სერიით დაინტერესდა. უფრო მეტიც, ახლახანს მან „ფორმულა E ჰოლდინგსში“ მრავალ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის მოცულობა არ გახმაურებულა, თუმცა „ფორმულა E ჰოლდინგსმა“ გამოაცხადა, რომ გრუზბეკი დრექტორთა საბჭოშია შეყვანლი.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ „ქოსვეი მედია პარტნერზმა“, NBA-სა და NFL-ის მფლობელთა ქსელი, ასევე მედია აღმასრულებლები და ცნობილი ინვესტორები, ფორმულა E-ში მოიყვანა. ჩვენ გვჯერა, რომ ფორმულა E, მოტორსპორტის დიდი ევოლუციური ნაბიჯია და საშუალება იმისა, რომ მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი მოხიბლოს. ასევე შეუძია ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების დაჩქარება“, - განაცხადა გრუზბეკმა.
„ბედნიერები ვართ იმით, რომ უიკ გრუზბეკი და მისი „ქოსვეი მედია პარტნერზი“ ფორმულა E-ს თანამფლობელები გახდნენ. ისინი სერიის განვითარების საქმეში სოლიდურ როლს შეასრულებენ. უიკმა კარგად იცის ამერიკული სპორტის ბაზრის ავან-ჩავანი და რამდენადც ამერიკაში ორი ეტაპი გვექნება და ორიც ამერიკული გუნდი გვყავს, მის გამოცდილებას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება. თანაც, ამერიკაში ელექტრომობილების ყველაზე დიდი ბაზარია“, - განცხადა „ფორმულა E ჰოლდინგსის“ მთავარმა აღმასრულებელმა ალეხანდრო აგაგმა.

No comments:

Post a Comment