Friday, November 15, 2013

„მაკლარენი“ P13-ს 2015 წელს გამოუშვებს

McLaren P13 Confirmed for 2015 Launch
15 ნოემბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „მაკლარენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავის ახალ, მესამე და ყველაზე იაფ სპორტულ ავტომობილს, სახელად P13, 2015 წელს გამოუშვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ავტომობილით უოკინგელები კონკურენციას „პორშეს“ პოპულარულ 911-ს და „აუდის“ R8-ს გაუწევს.
„მაკლარენ P13-ის“ შესახებ ამ ეტაპზე ბევრი არაფერია ცნობილი. გავრცელებული ვარაუდით, ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ აიგება, რომლის უკანაც 3.8-ლიტრიანი, დეფორსირებული V8 ძრავი განლაგდება. ეს ის ძრავია, რომელიც მბიძგველ ძალას „მაკლარენის“ პირველ ორ ავტომობილს ანიჭებს. ოღონდ, მისი სიმძლავრე 450 ცხენის ძალამდე შემცირდება.

ახალი ავტომობილის პრემიერა მომავალ წელს გაიმართება. „მაკლარენ P13-ის“ სავარაუდო საბაზო ფასი 120 000 გირვანქა სტერლინგი (143 000 ევრო / 194 000 დოლარი) იქნება. ოღონდ, ჯერ უცნობია, ბრიტანული კომპანია მას რა რაოდენობით გამოუშვებს.
სხვათა შორის, „მაკლარენს“ უკვე დაწყებული აქვს ახალი ავტომობილის ტესტირება. ის კამუფლირებული უკვე რამდენჯერმე მოხვდა ფოტო მსტოვრების ობიექტივში. ფოტოზე სწორედ სატესტო P13-ს ხედავთ, ოღონდ MP4-12C-თან მისი მსგავსება ნუ მოგატყუებთ - სატესტო ავტომობილი სწორედ მისი ძარითაა შენიღბული.

No comments:

Post a Comment