Friday, November 15, 2013

„რეინჯ როვერ ევოუკი“ „მწვანე ვაშლის“ კავალერი გახდა

Range Rover Evoque Wins 2013 Green Apple Award
15 ნოემბერი
გარემოს დაცვის თემაზე მომუშავე ბრიტანულ ჯგუფ „გრინ ორგანიზეიშნის“ (მწვანე ორგანიზაცია) მიერ ორგანიზებულმა გამოკითხვამ, ყველაზე ეკოლოგიურ მომცრო უგზოობის ავტომობილად, „ლენდ როვერის“ პოპულარული „რეინჯ როვერ ევოუკი“ დაასახელა. ამგვარად, „ევოუკი“ უკვე მეორედ მიიღებს პრიზს სახელად „მწვანე ვაშლი“. პირველად ამ ავტომობილმა აღნიშნული ჯილდო შარშან მოიპოვა.
2014 სამოდელო წლის „ევოუკის“ შეთავაზებაში შევიდა 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც საწვავის ეკონომიურ მოხმარებას უწყობს ხელს. კერძოდ, საწვავის ხარჯი 11.4 პროცენტით მცირდება, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი - 9.5 პროცენტით. ეს ფაქტორები კი გადამწყვეტი გამოდგა კონკურსის ჟიურისთვის, როცა ისინი გადაწყვეტილებას ღებულობდნენ.
„მწვანე ორგანიზაცია“ ნორთჰემპშირშია ბაზირებული და ის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური გაერთიანებაა, რომლის მიზანსაც, გარემოს დაცვის თემის პროპაგანდა და ხელის შეწყობა წარმოადგენს. კონკურსი 1994 წლიდან ტარდება და ის ავტოინდუსტრიის გარდა, გარემოსთან დაკავშირებულ ყველა სექტორს ეხება.
ჯგუფის თავმჯდომარე იან დონალდსონი ამბობს, რომ კონკურსის პირობებით, საუკეთესო ავტომობილის გამოვლენის მთავარი კრიტერიუმი, მისი ოფიციალური მონაცემები იყო. თუმცა, ხმის უფლების მქონე სპეციალისტები ამას მხოლოდ მხედველობაში იღებდნენ, გადაწყვეტილებას კი ავტომობილის ტესტირებისას, საკუთარი შთაბეჭდილების შესაბამისად ღებულობდნენ. რა თქმა უნდა, მთავარი იყო არა ფურცელზე დატანილი ოფიციალური მონაცემები, არამედ ის, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ავტომობილი ამ მონაცემებს.

No comments:

Post a Comment