Friday, November 15, 2013

თავისუფალი პრაქტიკები სქელი ნისლის აკომპანიმენტით

Red Bull comfortably quickest in second practice
15 ნოემბერი
ამერიკა ფორმულა ერთის სწრაფ ბიჭებსა და მანქანებს ისეთი სქელი ნისლით დახვდა, პირველი პრაქტიკის გადადება გახდა საჭირო. ნისლის გამო, ტრასაზე სამედიცინო და სამაშველო ვერტმფრენების დაჯდომა შეუძლებელი გახდა, რის გარეშეც, ორგანიზატორებმა სესიას მწვანე შუქი ვერ აუნთეს. მოგვიანებით, ნისლი გაიფანტა, მზემაც გამოანათა და რბოლაც დაიწყო, მაგრამ მალევე ისევ ვერტმფრენების პრობლემების გამო შეჩერდა.
მერე კი ოსტინის ტრეკს ბოლიდები შეესიენ და საბოლოოდ, საუკეთესო დრო ფერნანდო ალონსომ დააფიქსირა, ვისი ამერიკაში ასპარეზობაც ერთხანს კითხვის ნიშნის ქვეშ იყო - ესპანელმა აბუ დაბიში რბოლისას ზურგი იტკინა, როცა მანქანა მაღალ სიჩქარეზე კერბებზე გადაატარა და უზარმაზარი ვერტიკალური გადატვირთვა მიიღო. თუმცა, ხუთშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ, რბოლაში გამოსვლის უფლება მისცა.
ცხრილში მისთვის უჩვეულო, მე-18 ადგილი დაიკავა მსოფლიოს აწ უკვე ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც შარშანდლი რბოლა პოულიდან დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ფინიშთან მას ლუის ჰამილტონმა მიასწრო. ფეტელს რეალური შანსი აქვს, ზედიზედ მერვე რბოლა მოიგოს, რისთვისაც ერთ სეზონში აქამდე ვერავის მიუღწევია.
ფეტელმა და მისმა თანაგუნდელმა მარკ ვებერმა მეორე სესიაზე გაილაღეს და ორი საუკეთესო დრო დააფიქსირეს. მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 0.115 წამი იყო. ამჯერადაც მესამე დრო ჰქონდა ნიკო როსბერგს, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ჰამილტონი. ალონსო აამჯერად მეათე ადგილს დასჯერდა.
კარგად იასპარეზა „ლოტუსში“ კიმი რაიკონენის მანქანაზე მჯდარმა ჰეიკი კოვალაინენმა, ვისაც მეორე სესიაზე მეხუთე დრო ჰქონდა. ამით კი კმაყოფილი დატოვა „ლოტუსი“, რომელიც კონსტრუქტორთა პირველობაზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად იბრძვის, რასაც მისთვის მილიონობით დოლარის მოტანა შეუძლია, რაც ასე აკლია გუნდის ბიუჯეტს.

აშშ-ის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:38.343
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.371
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:38.388
4. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:38.532
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:38.657
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:38.979
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:39.005
8. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:39.083
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:39.158
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:39.200
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:39.238
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:39.256
13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:39.487
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:39.699
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:39.836
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:39.863
17. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                  1:40.065
18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:40.662
19. ალექსანდერ როსი (აშშ, კატერჰემი)                        1:41.399
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:41.605
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:42.054
22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია)    1:43.716

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:37.305
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:37.420
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:37.785
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:37.958
5. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                  1:38.073
6. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:38.229
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:38.254
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:38.255
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.269
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:38.461
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:38.719
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:38.938
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:38.941
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:39.246
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:39.410
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:39.512
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:39.579
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:39.784
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:40.376
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:40.563
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:46.226
22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)       1:47.009

No comments:

Post a Comment