Tuesday, August 13, 2013

„ფორდ ფოკუსი“ კიდევ უფრო სუფთა გამონაბოლქვით

Ford Focus 1.0 EcoBoost Now Produces 99 Grams per KM of CO2
13 აგვისტო
ავტომობილების პირველი დიდი მწარმოებელი, რომელმაც ევროპის ბაზარზე სამცილინდრიანი ტურბო ძრავი წარადგინა, „ფორდია“. მისმა სამცილინდრიანმა 1.0-ლიტრიანმა ეკობუსტმა მაშინვე წლის საუკეთესო ძრავის წოდება მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ ეს მიღწევა გაიმეორა. ამ ძრავს ცისფერი ოვალი „ფიესტაზე“, „B-მაქსსა“ და „ფოკუსზე“ იყენებს და მას მალე „მონდეოს“ და სხვა მოდელების მყიდველსაც შესთავაზებს.
ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილების პოპულარობას, სათანდ სიმძლავრის გარდა, საწვავის მცირე ხარჯი და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებული რაოდენობა განაპირობებს. მაგრამ „ფორდის“ ინჟინრები ამას არ დასჯერდნენ და ძრავს, რომელიც „ფოკუსისთვისაა“ განკუთვნილი, მოდიფიკაცია ჩაუტარეს, რის შემდეგაც, მის გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა, ყოველ კილომეტრზე 100 გრამს ჩამოსცდა. იმავდროულად, კიდევ უფრო შემცირდა საწვავის ხარჯი.
განახლებული 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი ამიერიდან ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. ამგვარად, გამონაბოლქვის სისუფთავის მხრივ, ეს ძრავი პირველი თაობის „ფოკუსის“ ყველაზე ეკონომიურ ძრავს 30 პროცენტით სჯობნის. ამასთან, განახლებული აგრეგატის სიმძლავრე 100 ცხენის ძალაა.
ამგვარად, 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი ფორსირების სამი ხარისხით არსებობს. ყველაზე ეკონმიური ის ახალი ვერსიაა, რომელზეც უკვე მოგიყევით. ისე კი არსებობს საშუალო (109 ცხ.ძ) და მაღალი (125 ცხ.ძ) სიმძლავრის ვერსიებიც. 100-ცხენისძალიან ძრავს ამიერიდან „ფორდი“ თავისი მოდელების „ეკო“ ვარიანტებზე დააყენებს.
აღსანიშნავია, რომ გარემოზე ყველაზე მეტად მზრუნველ მყიდველს ამერიკული კომპანია ელექტრულ „ფოკუსს“ სთავაზობს. გარდა ამისა, ძრავების გამაში არის დიზელის აგრეგატი (ეკონეტიკ), რომლის გამონაბოლქვშიც, ყოველ კილომეტრზე CO2-ს შემცველობა მხოლოდ 88 გრამია.

No comments:

Post a Comment