Tuesday, August 13, 2013

განახლებული „ელანტრა“ დაგრძელდა კიდეც

2014 Hyundai Elantra/Avante Facelift Unveiled
13 აგვისტო
„ჰიუნდაიმ“ განახლებული „ელანტრას“ შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ავტომობილი, რომელიც კორეაში „ავანტეს“ სახელით იყიდება, წინამორბედთან შედარებით ოდნავ დაგრძელდა, შეიცვალა მისი ძარის ზოგიერთი დეტალი და ინტერიერის გაფორმება, ძრავების გამაში კი ახალი დიზელი გამოჩნდა.
განახლებული „ელანტრა“ 20 მილიმეტრით დაგრძელდა, ოღონდ ეს ბამპერების ხარჯზე მოხდა - წინამ წინისკენ 5 მილიმეტრით წაინაცვლა, უკანამ კი - 15 მილიმეტრით. შეცვლილია წინა და უკანა შუქდიოდური ფარები, 17-დუიმიანი ბორბლების ფორმები. სალონში ვენტილირებადი სავარძლები დააყენეს, მაჩვენებლების დაფაზე კი 3.5-დუიმიანი შუქდიოდური (OLED - ორგანულ საფუძველზე) ეკრანი გამოჩნდა, შეიცვალა სავენტილაციო ცენტრალური მილაკების და ხელის დასაყრნობის პოზიცია.
სიახლეა კაპოტქვეშა სივრცეშიც, სადაც ამიერიდან დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავიც მოთავსდება. იგივე ძრავი ევროპული i30-სთვისაცაა განკუთვნილი. ის 126 ცხენის ძალას და 279 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავს 6-საფეხურიანი ავტომატური და მექანიკური კოლოფი დაუკავშირდება. პირველ შემთხვევაში საწვავის ხარჯი (100 კილომეტრზე) 6.2 ლიტრია, მეორე შემთხვევაში კი - 5.4 ლიტრი.
მართალია, „ჰიუნდაი“ ამაზე ჯერ სდუმს, მაგრამ ახალი „ელანტრა“ ალბათ ევროპულ ბაზარზეც გაიყიდება. და თუ ასეა, მისი პირველად ხილვა ფრანკფურტის მოტორ შოუზე იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment