Thursday, July 18, 2013

„ჰიუნდაის“ ამერიკაში მესამე ქროსოვერი სჭირდება

Hyundai Pondering New Crossover SUV for the US Market
18 ივლისი
ჰიუნდაი“ აღიარებს, რომ ამერიკის ბაზარზე კიდევ ერთი, მესამე ქროსოვერი ესაჭიროება, რათა შესაბამის სეგმენტში, განვითარების პოტენციალი უკეთ აითვისოს. ჯერ ერთი, ამერიკაში ქროსოვერების სეგმენტი ბუმის ტემპით ვითარდება. მეორეც, ამ სეგმენტში კორეული კომპანია ჯერჯერობით მინიმუმს სჯერდება.
„ჰყუნდაი მოტორ ამერიკას“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი აღიარებს, რომ მისი კომპანია მინიმალურადაა წარმოდგენილი ქროსოვერების და უგზოობის ავტომობილების სეგმენტში - ამერიკის ბაზარზე, ამ სეგმენტებში კორეულ კომპანიას მხოლოდ ორი პროცენტი უკავია.
„ჩვენ ინდუსტრიას სედანებში ვლიდერობთ. ამ სეგმენტის ბევრ ავტომობილს ვყიდით. მაგრამ თუ ქროსოვერების გამას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აქ მხოლოდ ორი ავტომობილი გვაქვს - „ტუსანი“ და „სანტა ფე“. ეს კი ძალიან ცოტაა“, - ამბობს კრაფჩიკი.
სხვათა შორის, ამ პრობლემის შესახებ კრაფჩიკს ადრეც არაერთხელ უთქვამს და როგორც ჩანს, კორეული კომპანია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. სხვათა შორის, ნიუ იორკის მოტორ შოუზე, კორეულმა კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მის ამერიკულ ბიზნესს პიკაპი აკლია.

No comments:

Post a Comment