Thursday, July 18, 2013

“ფორდი“ თავის ჰიბრიდებს განაახლებს

Ford to Update Hybrids for Better Fuel Economy
18 ივლისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავისი ჰიბრიდული ავტომობილების, - „C-მაქსის“, „ფიუჟნის“ და „ლინკოლნ MKZ-ის“ განახლებას გეგმავს. მთავარი მიზანი, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაა, რამაც ბაზარზე ამ ავტომობილების კონკურენტუნარიანობა უნდა აამაღლოს.
მთავარი მიზანი, მოკლე მანძილებზე გადაადგილებისას ენერგომოხმარების შემცირებაა. ეფექტურობა იმ შემთხვევაშიც უნდა გაიზარდოს, თუ სალონში კლიმატ კონტროლის სისტემაა ჩართული. მოდიფიკაციები ასევე შეეხება რადიატორებს, რომლებიც ცხაურის აქტიური ჟალუზებით აღიჭურვება.
გარდა ამისა, გაუმჯობესდება სამივე ავტომობილის მახასიათებლები, როცა ისინი მხოლოდ ელექტრო ძრავის ხარჯზე გადაადგილდებიან. ამ რეჟიმში მოძრაობისას, მაქსიმალური სიჩქარე 137 კმ/სთ-ს მიაღწევს. ძველი ლიმიტი 100 კმ/სთ იყო. ელექტრულ რეჟიმში სიჩქარის ლიმიტი იმისთვისაა საჭრო, რომ ავტომობილმა ნაკლები ენერგია მოიხმაროს.
„მომხმარებლების გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ყველა სეგმენტში საწვავის ეკონომიურობის მხრივ ლიდერობას ითვალისწინებს, კარგად მუშაობს. ეს ყველაფერი იმის გარანტიაა, რომ ჩვენს ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდება და ამას ჩვენ უფრო დახვეწილი და უკეთესი მახასიათებლების მქონე ავტომობილებით უნდა შევხვდეთ“, - ამბობს „ფორდს“ გლობალური წარმოების განვითარების ვიცე პრეზიდენტი რაჯ ნაირი.

No comments:

Post a Comment