Thursday, July 18, 2013

„ჰონდამ“ ელექტრომობილ „მიკრო კომიუტერის“ ტესტირება დაიწყო

Honda's Battery-Powered Micro Commuter to Begin Field Tests in Japan
18 ივლისი
„ჰონდა“ წარმოებისთვის მიკრო ელექტრომობილს ამზადებს. ორადგილიანი ავტომობილის სახელია „მიკრო კომიუტერი“. პირველად ის 2011 წელს გვიჩვენეს ტოიკიოს მოტორ შოუზე, სადაც იაპონურმა კომპანიამ კონცეპტუალური მოდელის სახით წარადგინა. ამჯერად შემუშავებული მესამე პროტოტიპი, რომლის საგზაო ტესტირებაც ქალაქ საიტამაში დაიწყება.
თავისი შინაარსით და ზომებით, „მიკრო კომიუტერი“ ძალიან ახლოსაა ამავე ტიპის ელექტრომობილ „რენო ტვიზისთან“, რომელიც ევროპაში უკვე იყიდება. „მიკრო კომიუტერის“ პირველი კონცეპტუალური ვერსია ფუტურისტული იყო და სერიულ მოდელთან საერთო არაფერი ჰქონდა. მეორე კონცეპტი, რომელიც „ჰონდამ“ ტოკიოშივე, შარშან გვიჩვენა, რეალობასთან დაახლოებული იყო. მესამე კი ფაქტობრივად, წინასერიული ავტომობილია.
„ჰონდამ“ ამ მესამე მოდელის ჯერ მხოლოდ უკანა ნაწილის ესკიზი გამოაქვეყნა. თუმცა, იაპონური კომპანია აცხადებს, რომ დიზაინი ალბათ კიდევ შეიცვლება. რაც შეეხება ტესტებს, მათზე „ჰონდა“ მხოლოდ ორადგილიან ავტომობილს წარადგენს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ შესაძლებელია ისეთი უკანა სავარძლის დაყენება, რომელზეც ორი მოზარდი შეძლებს დაჯდომას.
ავტომობილი თავისი მცირე გაბარიტებით გამოირჩევა, რომლითაც არამხოლოდ „ტვიზის“, არამედ „სმარტსაც“ შეედრება. მისი სიგრძე სულ რაღაც, 2 500 მილიმეტრია, სიგანე 1 250 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1 445 მილიმეტრი. რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი მისწრება იქნება ავტომობილების გადატვირთული მეგაპოლისების ქუჩებში.
ტესტების დროს, „მიკრო კომიუტერის“ საექსპლუატაციო პოტენციალის გამოკვლევაც ჩატარდება. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მოკლე მანძილზე მცირე ზომის ტვირთების (ფოსტის, კეიტერინგის) გადასაზიდად, ასევე ავტოგაქირავებაში. ის მოსახერხებელი შეიძლება იყოს ახალგაზრდა ოჯახისთვის, რომელსაც ორი შვილი ჰყავს.
როდის შეიძლება დაიწყოს ამ ავტომობილის სერიული წარმოება, „ჰონდა“ ჯერჯერობით ამაზე დუმილს ამჯობინებს.

No comments:

Post a Comment