Monday, July 22, 2013

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 20 მილიონს გასცდება

China auto sales may top 20 million in 2013
21 ივლისი
ჩინეთის ბაზარზე ავტომობილების (მათ შორის, სატვირთოების და ავტობუსების) გაყიდვები წელს 20-მილიონიან ზღვარს ასცდება. ამას კი ეკონომიკის ზრდის გაგრძელება და ურბანიზაციის ზრდა განაპირობებს. ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) პროგნოზის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ახალი ავტომობილების გაყიდვები 7 პროცენტით გაიზრდება და 20.65 მილიონს მიაღწევს.
ყველაზე მაღალი ტემპით, უგზოობის ავტომობილების სეგმენტები იზრდება. ყველაზე ნაკლები ზრდა კომერციული ავტომობილების სეგმენტს აქვს. ამ ფონზე, ბევრი ქალაქის, მაგალითად პეკინის და გუანჟოუს ხელისუფლებები, ავტომობილების გაყიდვებს ყველანაირად ზღუდავენ, რათა ამით, ქალაქებში სმოგის და საცობების შემცირება როგორმე მოახერხონ.
მაგრამ უცხოური კომპანიები, ისეთები, როგორებიცაა „ჯენერალ მოტორსი“, „ფოლკსვაგენი“ და „ფორდი“, მეგაპოლისებში კონკურენციის გამძაფრების ფონზე, შედარებით პატარა და საშუალო ქალაქებში გააქტიურებას ცდილობენ, სადაც ამ ეტაპზე, ადგილობრივი კომპანიები დომინირებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზრის ზრდით ყველა მოგებული ვერ დარჩება. მოიგებენ ისინი, ვინც ინვესტიციებს არ იშურებს კვლევებსა და განვითარებაში, ვინც მყიდველს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს და ვისაც უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია აქვს.
CAAM-ის პროგნოზით, მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 8.5 პროცენტით, 16.8 მილიონამდე გაიზრდება, კომერციული და სატვირთო ავტომობილების, ასევე ავტობუსების ბაზარი კი მხოლოდ 1 პროცენტით, 3.85 მილიონამდე მოიმატებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა აქვს „ფორდ მოტორს“, რომლის ბესტსელერიცაა „სედანი „ფოკუსი“. ეს ავტომობილი ადრე მხოლოდ მოწინავე ათეულის ბოლოში იყო (გაყიდვებით), შარშან კი ლიდერი გახდა და წინა წლის ლიდერები, „შევროლე სეილი“ და „ბიუიკ ექსცელი“ ჩამოიტოვა. უგზოობის ავტომობილების სეგმენტს კი ადგილობრივი ჰყავს „ჰავალის“ სახით, რომელიც ჩინურ ჯგუფ „გრეიტ უოლში“ შედის.
ჩინეთში შარშან გაყიდვები 4.3 პროცენტით, 19.3 მილიონამდე გაიზარდა. მსუბუქი ავტომობილების ზრდა 7.1 პროცენტი იყო და სულ 15.5 მილიონი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე სწრაფი (26 პროცენტი) ზრდა კი ისევ უგზოობის ავტომობილებს ჰქონდა. სხვათა შორის, ცისქვეშეთს ოცმილიონიანი ზღვარის გადალახვას შარშანვე უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ჩინეთ-იაპონიის პოლიტიკური კრიზისი, ავტომობილების ბიზნესსაც შეეხო, რის გამოც, მკვეთრად იკლო იაპონური კომპანიების (ტოიოტას და ნისანის) გაყიდვებმა.

No comments:

Post a Comment