Saturday, June 1, 2013

„რენომ“ „მიცუბიშისთან“ პარტნიორობა უარყო

Renault Denies Report about Mitsubishi Tie-Up
1 ივნისი
„რენომ“ უარყო ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „მიცუბიშისთან“ პარტნიორობას აპირებდეს. ფრანგული გაზეთი იუწყებოდა, რომ იაპონურ კომპანიასთან თანამშრომლობა, „რენოს“ აზიურ ბაზარზე ექსპანსიისთვის სჭირდება.
„მოლაპარაკება „მიცუბიშისთან ადრე გვქონდა და მაშინ ჩვენ შეზღუდული თანამშრომლობით ვიყავით დაინტერესებულნი. მსგავსი ურთიერთობა ბევრ კომპანიასთან გვაქვს და ამავე თემაზე მოლაპარაკებებს მუდმივად ვაწარმოებთ. მაგრამ „მიცუბიშისთან“ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ამიტომ, ჩვენს შორის არანაირი თანამშრომლობა არაა“, - ნათქვამია ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში.
არადა, „ლე ფიგარო“ ინფორმაციის წყაროდ „რენს“ ერთ-ერთ აღმასრულებელს ასახელებდა, რომლის ვინაობაც საიდუმლოდ შეინახა. წყარო თავადაც მონაწილეობდა მოლაპარაკებაში და ამბობს, რომ „მიცუბიშისთანაც“ დაახლოებით იმგვარი პარტნიორობა იგეგმებოდა, როგორიც რომბებს „დაიმლერთან“ აქვთ.

„რენოს“ რელიზში კი ნათქვამია, რომ „მიცუბიშის“ პარტნიორული ურთიერთობა აქვს „დაიმლერთან“ და „რენოს“ თანაალიანსელ „ნისანთან“, რომელთანაც აზიურ ბიზნესში უკვე ათი წელია, თანამშრომლობს. მათ შარშან ახალი შეთანხმებაც გააფორმეს, რომელიც „მიცუბიშის“ შვილობილ კომპანია „ფუსო ტრეკ ენდ ბას კორპორეიშნთან“ ერთად, იაპონიაში მსუბუქი სატვირთო ავტომობილების ერთობლივ იმპორტს ეხება.
„რენოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნისანისა“ და „მიცუბიშის“ ხელშეკრულება ითვალისწინებს „ფუსოს“ 5-ტონიან მსუბუქ სატვირთო „კანტერის“ და „ნისანის“ ამავე კლასის „ატლას F24-ის“ გაყიდვებს. გარდა ამისა, ორი კომპანია, იაპონური ბაზრისთვის, ერთობლივად შეიმუშავებს მინი ავტომობილებს. ისინი ერთ ავტომობილს სხვადასხვა სახელით გამოუშვებენ. „ნისანის“ შემთხვევაში, მანქანის სახელი იქნება „დეიზ“ და „დეიზ ჰაივეი სტარ“, „მიცუბიშის“ შემთხვევაში კი - „eK ვეგონ“ და „eK კასტომ“.

სხვათა შორის, „მიცუბიშის“ პარტნიორული ურთიერთობა „PSA პეჟო-სიტროენთანაც“ აქვს, რომლისთვისაც უგზოობის ავტომობილებს, მათივე მარკით უშვებს. სამი წლის წინ კი სამმა კომპანიამ კაპიტალის შერწყმაც განახორციელა და ალბათ, მალე მათი თანამშრომლობა უფრო გაფართოვდება.

No comments:

Post a Comment